1 1 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება"- ახალი ინფორმაცია თურქეთიდან

რუსთავი 2“-ის  საერთაშორისო პროექტების პიარი და მედიასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე ლილუაშვილი სოციალურ ქსელში ევა ბარბაქძის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს:

მოკლედ, უახლესი ამბავი, წუთის წინ დამირეკეს:
თბილისის მერიისგან ევა ბარბაქაძის ოპერაციისთვის თურქეთის კლინიკაში გადაირიცხება 15 ათასი ლარი! 
აქვე გეტყვით - მიუხედავად იმისა, რომ პირველმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ევას ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. ხვალ უტარდება მეორე, ასევე რთული და გადაუდებელი ოპერაცია ფეხზე. ძალიან გთხოვთ, ნუ შევწყვეტთ შეძლებისდაგვარად თანხების გადარიცხვას. ჯერ კიდევ არ შეგროვებულა საკმარისი თანხა ევას ოპერაციებისთვის. მიუხედავად ამისა, მადლობა ყოველ თქვენგანს შორენას ანგარიშზე დარიცხული ნებისმიერი ოდენობის თანხის გამო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები