1 7 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ეს ყველამ უნდა იცოდეს! -რა ახარებს და აბედნიერებს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ბედნიერება ყველას უნდა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რას ნიშნავს ბედნიერება სინამდვილეში. გინდათ გაიგოთ, რა გაკლიათ სრული ბედნიერებისთვის? – მაშინ გაეცანით ჩვენს ჰოროსკოპს!

 

თხის რქა

თხის რქა მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა იდეალური ცხოვრების უნაკლო გეგმა აქვს შემუშავებული. მართალია, მისი გეგმები არასდროს ხორციელდება, მაგრამ ეს არცაა აუცილებელი, რადგან თხის რქა ბედნიერებას ცალკეული პუნქტების დროულად და აკურატულად შესრულებაში ხედავს. მთავარია, ხელი არავინ შეუშალოს, რადგან როცა მის გეგმებში სხვები ერევიან და რაიმეს შეცვლას სთავაზობენ, ის საშინლად განიცდის და ყველაფერს ანადგურებს, რაც მანამდე გააკეთა.

 

მერწყული

მერწყული ყოველთვის ბედნიერია, რადგან მას ყველაფერი აქვს და არაფერი არ სჭირდება. საკუთარ ბედნიერებას მერწყული თავსატეხებით სავსე და საიდუმლოებით მოცული სამყაროს ამოცნობაში ხედავს. მართალია, მერწყულის წარმოდგენები ხშირად არ მართლდება, მაგრამ მისთვის ეს სულაც არაა პრობლემა, რადგან მას საკუთარი შინაგანი სამყარო აქვს, რომლის გამოცნობასაც მთელ ცხოვრებას უნდება.

 

თევზები

თევზები იმდენად საკუთარ თავში ჩაკეტილი ზოდიაქოს ნიშანია, რომ არავინ იცის, რას შეუძლია მისთვის სიხარულის და ბედნიერების მოტანა. სინამდვილეში, თევზები ბედნიერებას დასახული მიზნების დამოუკიდებლად რეალიზაციაში პოულობენ და რაც უფრო რთულია მიზნი, მით უფრო აზარტული და ბედნიერია ზოდიაქოს ეს ნიშანი.

 

ვერძი

ვერძს ფული აბედნიერებს, რომელიც ზუსტად იმდენი უნდა იყოს, რამდენიც მას დაუფიქრებლად ფლანგვაში ჭირდება. ვერძი არ მიეკუთვნება უსაქმურთა კატეგორიას, მას უყვარს მუშაობა, თუმცა, დარწმუნებულია, რომ ხელფასს არა კონვერტით, არამედ ჩემოდნით უნდა აძლევდნენ და სწორედ მაშინ შეძლებს სრული ბედნიერების მოპოვებას.

 

კურო

კურო მაშინაა ბედნიერი, როცა ყველაფერი სხვაზე უკეთესი აქვს. თუმცა, ის არასდროს ელოდება შემთხევას და ყველაფერს დამოუკიდებლად აღწევს. კუროს ბედნიერება საკუთარ წარმატებასა და თვითრწმენაშია. მან უნდა იცოდეს, რომ ყოველთვის შეძლებს სირთულეების დაძლევას და საუკეთესოს მოპოვებას.

 

ტყუპები

ტყუპების გაბედნიერება საკმაოდ რთულია, რადგან მათ თვითონაც არ იციან რა უნდათ. დღეს ერთს ნატრობენ, ხვალ კი – მეორეს და თუ სურვილი რამდენიმე დღეზე გაიწელა, მაშინ ტყუპებისთვის ეს უკვე არა ოცნება, არამედ ტანჯვაა. თუმცა, ტყუპები მაინც ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანია. ყველაზე ბედნიერი კი, მაშინაა, როცა სამყარო მის შეუდარებელ ნიჭს აღიარებს.

 

კირჩხიბი

კირჩხიბი ყველგან მყუდროების შექმნას ცდილობს და ბედნიერებასაც სახლში, კომფორტულ გარემოში პოულობს. მას უყვარს დიდ სახლში, ახლობლების წრეში  დროის მშვიდად გატარება და მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა მის გარშემო ყველა მხიარული და კმაყოფილია.

 

ლომი

ლომის ბედნიერება მის სტატუსშია, ამიტომ რაც უფრო მაღალია სოციალური მდგომარეობა, მით უფრო ბედნიერია ლომი. ერთადერთი რაც ზოდიაქოს ამ ნიშანს ბედნიერებაში უშლის ხელს – მოშურნეები არიან, რადგან მას ძალიან არ უყვარს, როცა არ ფასებენ მის გაკეთებულს და მუდმივად უწევს საკუთარი უპირატესობის დამტკიცება.  

 

ქალწული

ქალწული არასდროს ნატრობს ბედნიერებას, რადგან მისი აზრით ბედნიერება მხოლოდ ურთიერთგაგებაშია, ის კი, დიდი ხანია შეეჩვია, რომ მისი არავის არ ესმის. ქალწულის შინაგანი სამყარო იმდენად რთულადა მოწყობილი, რომ ხშირად მას თავადაც უჭირს საკუთარი თავის გაგება. თუმცა, ქალწულს თავისი უპირატესობაც აქვს – მას არ შეუძლია იყოს უბედური, რადგან, ის, რაც სხვისთვის პრობლემა და უსიამოვნებაა, ქალწულისთვის მორიგი გართობა და ამოსახსნელი თავსატეხია.

 

სასწორი

სასწორი მხოლოდ მაშინაა ბედნიერი, როცა მის გარშემო ყველაფერი წესრიგშია და რადგან სამყარო ზოგადად მოუწესრიგებელია, სასწორიც ჯიუტად ცდილობს პრობლემური დეტალების არ დანახვას. სასწორის გაბედნიერება ქათინაურებით და ლამაზი სუვენირებითაც შეიძლება, თუმცა, ყოველთვის მოიძებნება წვრილმანი, რაც მას განწყობას გაუფუჭებს.

 

მორიელი

მორიელი თავისებური ზოდიაქოს ნიშანია და ბედნიერებაც განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის გასაგები აქვს. მორიელს  არ შეუძლია იყოს ბედნიერი ჩვეულებრივ მოკვდავთა შორის, ამიტომ მუდმივად თავის შესაფერისს ეძებს, თითქმის ვერასდროს პოულობს და ყოველთვის მარტოა. იმ იშვიათ შემთხვევაში კი, როცა მართლაც პოულობს, აუცილებლად უპირისპირდება მას და მაშინ ბედნიერდება, როცა მარცხდება.

 

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ბედნიერება თავგადასავლებშია. ის ყოველთვის თვითონ ეხვევა უსიამოვნებებში და მერე აზარტით უყვება მათ შესახებ ახლობლებს. შეიძლება ითქვას, რომ მშვილდოსანი ყველაზე ბედნიერი ზოდიაქოს ნიშანია, რადგან სანამ სხვები ყოველდღიური პრობლემების მოგვარებიას ცდილობენ, ის ყოველთვის საკუთარი სურვილით ხტება კლდიდან  უფსკრულში.


წყარო-fortuna.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები