2 3 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თეგეტა მოტორსის ვაკის ფილიალის სამუშაო საათები გაიზარდა!

იმისათვის, რომ ავტომობილი კიდევ უფრო მარტივად და კომფორტულად გამართოთ, თეგეტას ვაკის ფილიალი გაზრდილი სამუშაო საათებით მოგემსახურებათ. თქვენი ავტომობილისთვის საჭირო სწრაფი სერვისების მიღება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ახლა უკვე 09:30-დან 21:00 საათამდე შეგიძლიათ, შაბათს 09:30- 18:30 საათამდე,
კვირას კი 09:30-18:00 საათამდე.

გაზრდილ სამუშაო საათებთან ერთად, თეგეტა მომხმარებელს ვაკის ფილიალში სპეციალურ პირობებს სთავაზობს, იმ შემთხვევაში თუ ფილიალს გაზრდილ სამუშაო საათებში 18:30-21:00 პერიოდში ეწვევით 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ საბურავების, ზეთების, აკუმულატორებისა და ავტოსათადარიგო ნაწილების სრულ ასორტიმენტზე.

გაითვალისწინეთ, რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18:30 საათიდან 21:00 საათამდე  ვაკის ფილიალში მხოლოდ სწრაფი სერვისებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, კერძოდ: ვულკანიზაცია, ზეთის შეცვლა, სავალი ნაწილის დათვალიერება/შეკეთება, აკუმულატორის შეცვლის მომსახურება.

იმისათვის, რომ ავტომობილი კიდევ უფრო მარტივად გამართოთ თეგეტა Online რეზერვაციას  გთავაზობთ, რომლის დახმარებით სერვისის დაჯავშნას პორტალის დახმარებით შეძლებთ და მომსახურებას რიგში დგომის გარეშე მიიღებთ. სერვისის ონლაინ დაჯავშნის პროცედურა ძალიან მარტივია, რამდენიმე წუთში თქვენ შეძლებთ ჩაეწეროთ თქვენთვის მისაღებ დროს სასურველ ფილიალში და მიიღოთ მომსახურება. სერვისის დაჯავშნა შესაძლებელია თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის ფილიალებში როგორც ონლაინ reservation.tegetamotors.ge , ასევე თეგეტას ცხელი ხაზის მეშვეობით (032) 226 44 44

„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 350 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში მომხმარებელს შეუძლია შეარჩიოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიცაა: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...

  • 14:28

    თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტ...

  • 10:59

    თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული ...

    გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით...

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...