0 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საქართველოში ზეთისხილის გაშენება

საქართველოში ზეთისხილის გაშენების, ზეთისხილის ზეთის წარმოების კუთხით მიღწეულ შედეგებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში იმსჯელეს. ესპანეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტს გიორგი სვანიძეს და გენერალურ მდივანს აბდელატი ფგედირას შეხვდა, სადაც ქვეყნაში ზეთისხილის პოტენციალზე ისაუბრა და დარგს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. 

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტი, იმავდროულად საქართველოში ზეთისხილის ასოციაციის დამფუძნებელი, პრეზიდენტი და ქვეყანაში ამ დარგის შემომტანი გიორგი სვანიძე ამბობს, რომ საბჭოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ზეთისხილი საქართველოსთვის ახალი აგრარული კულტურაა, მაგრამ მას დიდი პოტენციალი აქვს წარმოებისა და შემდგომი ექსპორტისკუთხით, რისი ხელშეწყობაც თანმიმდევრულად ხორციელდება.

"მისასალმებელია, რომ საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსწევრი გახდა - ორგანიზაცია, რომელიც აკონტროლებს მსოფლიო ზეთისხილის შემოსავლის 90%-ს და ტრეიდინგის 74%-ს. ამიტომ ამ ორგანიზაციაში ყოფნა საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. საქართველოს ზეთისხილის წარმოება ახალი დაწყებული აქვს და ნამდვილად გვესაჭიროება ბაზრები, სათანადო ცოდნა, ტრეიდინგი და დარგის სწორად განვითარება. ამაში კი ხელს სწორედ ესორგანიზაცია შეგვიწყობს, რომელიც იმავდროულად მზადაა ჩამოვიდეს საქართველოში და ამდარგში უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელოს. მევფიქრობ, რომ ამორგანიზაციით უფრო ადრე მივაღწევთ დასახულ მიზანს.

თავისმხრივ, დიდი მადლობა მინდა მთავრობას გადავუხადო, როგორც ორგანიზაციის პრეზიდენტმა დელეგაციის ჩამოსვლით. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტმა გაეროს ორგანიზაციის ზეთისხილის საბჭოში საქართველოსადმი კეთილგანწყობა კიდევ უფრო გაზარდა და დარგის განვითარებისთვის ქვეყნის ხელისუფლების შესაბამისმა მხარდაჭერამ ინვესტორებს საქართველოსადმი სურვილი გაუღვივა. ასეთი მხარდაჭერის ფარგლებში კი მათი მხრიდან უფრო მეტი ნაბიჯის გადადგმა მოხდება საქართველოში ამ დარგის სწორედ განვითარებისთვის.

დარწმუნებულივარ, რომ ნებისმიერი ინვესტორი როდესაც ქვეყანაში ჩადის და ქვეყნის მთავრობა მას გვერდით უდგას და ხელს უწყობს, ის უფრო მეტი ინვესტირებითაა დაინტერესებული. ქართველ მეწარმეებს, ფერმერებს და მათ ვინც ირწმუნა და ზეთისხილის დარგვა მასიურად დაიწყეს, მათთვის სახელმწიფო პროექტების ფარგლებში "დანერგე მომავალი", "აწარმოე საქართველოში" გაცემული დაფინანსება ხელს უწყობს ამდარგის განვითარებას. ასევე ხელს უწყობს ჩვენს მოსახლეობას და საშუალებას აძლევს თავისუფლად განვითარდნენ, მეტი პლანტაცია გააშენონ და მეტი შემოსავალიმიიღონ", - აცხადებს ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოსპრეზიდენტი. 

ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოში ვიზიტისას პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყანა მზად არის ზეთისხილის ზეთის გამოხდის და წარმოების კიდევ უფრო განსავითარებლად.

სახელმწიფო პროექტების მხარდაჭერით დათანამედროვე ბაზრის პრინციპების დაცვით, საქართველოში გაშენებულია ასობით ჰექტარი სხვა და სხვა მრავალწლიანი კულტურა, მათ შორის ზეთის ხილის ბაღები და იწარმოება ადგილობრივი ზეთისხილის ზეთი.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებას წევრ სახელმწიფოებს შორის, რაც ხელს შეუწყობს ზეთისხილისა და ზეთისხილის/ ზეთის წარმოების შემდგომ განვითარებას.

საბჭოს წევრების შეთანხმების საფუძველზე, საბჭოს 114-ე სესია და მრჩეველთა კომიტეტის 57-ე სხდომა თბილისში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქი ამ ღონისძიებებს 24-26 ნოემბერს უმასპინძლებს.

"26 ნოემბერს საქართველოს მთელი მსოფლიოდან 43 ქვეყნის ზეთისხილის უმსხვილესი წარმომადგენლები, 27 ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრი ეწვევა. საქართველოში ტარდება უდიდესი ასამბლეა, სადაც ინვესტორები, ამ დარგში ჩართული კორპორაციებს ჩამოვლენ საქართველოში", - აღნიშნა გიორგი სვანიძემ.

საქართველო 2019 წლიდან ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრია, ხოლო 2020 წლის განმავლობაში, საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაიყო. მანდატი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა და საქართველო ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარე 2021 წლის განმავლობაშიც იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...

  • 14:28

    თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტ...

  • 10:59

    თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული ...

    გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით...

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...