1 9 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

#1 ავტოდაზღვევა 2018 წლიდან - თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან საცალო ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით უცვლელად, პირველ ადგილზეა. მხოლოდ 2023 წელს კომპანიამ 28 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა.

მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. კმაყოფილების მთავარი ფაქტორი მომსახურების სიმარტივე და ყვლზ სწრფ ანაზღაურებაა, რაც გამოწვეულია პროცესების გაციფრულებითა და მინიმალური ბიუროკრატიით. ონლაინ სერვისების დახმარებით მომხმარებელს მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, იქნება ეს პოლისის გაფორმება, თუ ზარალის ანაზღაურება.

 

 

თიბისი დაზღვევის მომხმარებლებს აპი საშუალებას აძლევს დაზღვევით სარგებლობა გაიმარტივონ. მაგალითად, დაზღვეულს ონლაინ შეუძლია მოითხოვოს და მიიღოს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევისას. ასევე მარტივია პრემიის გადახდა, უფლებამოსილი მძღოლის დამატება, ავტომობილის დასურათება, პოლისის განახლება თუ დაპაუზება. სწორედ ამისი შედეგია კომპანიის ანაზღაურების რეკორდული მაჩვენებელი - 6 წუთი და 11 წამი.

“მომსახურებას მუდმივად ვავითარებთ, რათა მომხმარებლების გამოცდილება კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ. ჩვენი სისტემები გვაძლევს საშუალებას რეალურ დროში ვაკონტროლოთ მომსახურების ხარისხი. გარდა ამისა, თავად მომხმარებლებიც ინფორმირებულნი არიან, რა ეტაპზეა მათი სადაზღვევო შემთხვევა. სწორედ ამის წყალობით ვინარჩუნებთ პირველ ადგილს. ეს ხაზს უსვამს იმას, რომ ყოველ დღე ვასრულებთ დანაპირებს - ჩვენთან ერთად სანერვიულო არაფერია”, - დავით კიღურაძე, გენერალური დირექტორის მოადგილე.

თიბისი დაზღვევის ავტოდაზღვევაზე დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...

  • 14:28

    თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტ...

  • 10:59

    თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული ...

    გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით...

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...