2 2 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის და EBRD-ის თანამშრომლობა გაფართოვდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და თიბისი ბანკს შორის თანამშრომლობა ფართოვდება. EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში, ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა და თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ გააფორმეს ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც თიბისი ბანკი EBRD-გან 30 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სუბორდინირებულ სესხს მიიღებს. მიღებული დაფინანსება გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და ხელს შეუწყობს დაკრედიტების მდგრად ზრდას.

აღნიშნული შეთანხმების გაფორმებით, თიბისი ასევე გახდა EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკი კავკასიის რეგიონში, რომელიც EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატის რისკის მართვის პრაქტიკას გააუმჯობესებს, რათა უზრუნველყოს ფინანსური ნაკადების შესაბამისობა პარიზის შეთანხმების მიზნებთან.

„მოხარული ვარ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა EBRD-თან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარიგებით გრძელდება. მიღებული სუბორდინირებული სესხი გააძლიერებს თიბისის კაპიტალის სტრუქტურას და გაზრდის ბანკის გრძელვადიან მდგრადობას. მე ასევე, განსაკუთრებით ამაყი ვარ იმით, რომ თიბისი EBRD-ის პირველი პარტნიორი ბანკია რეგიონში, რომელმაც პარიზის შეთანხმების ფარგლებში შეიმუშავა გარდამავალი გეგმა და აიღო ვალდებულება ეტაპობრივად დააკავშიროს თიბისის ბიზნეს პრაქტიკა პარიზის შეთანხმების მიზნებთან. მინდა მადლობა გადავუხადო EBRD-ს მხარდაჭერისთვის და ვიმედოვნებ, მომავალში კიდევ არაერთი ერთობლივი წარმატებული ტრანზაქცია განხორციელდება - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისი ბანკის გენერალურმა დირექტორმა.

„EBRD მოწოდებულია მხარი დაუჭიროს თავის მრავალწლიან პარტნიორს, თიბისი ბანკს, ტრანსფორმაციული მოგზაურობის დაწყებაში გარდამავალი გეგმის შემუშავებისა და განხორციელების გზით, რაც ხელს შეუწყობს მის კლიმატის ბიზნეს პრაქტიკის განვითარებას საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ - აღნიშნა ალკის ვრიენიოს დრაკინოსმა, EBRD-ის რეგიონალურმა დირექტორმა კავკასიაში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 288 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...

  • 14:28

    თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტ...

  • 10:59

    თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული ...

    გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით...

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...