1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე, საუკეთესო მარკეტინგული აქტივობებისთვის „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ დაჯილდოვდა

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“  გერმანული ბრენდის 45 იმპორტიორს შორის გამოარჩიეს და MAN Truck and Bus-ის საერთაშორისო კონფერენციაზე,  საუკეთესო მარკეტინგული აქტივობებისთვის დააჯილდოვეს.  მთავარი ინდიკატორი ის  მასშტაბური პროექტები გახდა,  რომლებმაც გერმანული ბრენდის MAN-ის საქართველოში პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

დაჯილდოების ცერემონია დუბაიში,  MAN Truck and Bus-ის იმპორტიორების შეხვედრაზე გაიმართა.  ღონისძიებას კომპანიის დუბაის სადილერომ -  MAN Truck & Bus Middle East Africa CIS-მა  უმასპინძლა, რომელიც 45 ქვეყნის იმპორტიორებს აერთიანებს.

ვორქშოფის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს,  როგორც გაყიდვების, ისე მარკეტინგული აქტივობის თვალსაზრისით.

 

ბექა ბერიძე,  Tegeta Truck & Bus ის დირექტორი:  2022 წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ და განვახორციელეთ კიდეც.  ჩვენი მარკეტინგული აქტივობები  MAN Truck and Bus-ს ყურადღების მიღმა არ დარჩენია.  პარტნიორებს რამდენიმე პროექტი წარვუდგინეთ. მათ შორის იყო სოციალური კამპანია  „პროფესიას არ აქვს გენდერი“,   რომლის ფარგლებშიც 3 ქალბატონი საქართველოში,  MAN-ის ავტორიზებულ სერვის ცენტრში დავასაქმეთ. პოზიტიური უკუკავშირი მივიღეთ საქართველოს უძლიერეს მამაკაცთა ეროვნული ფედერაციის გუნდის მხარდაჭერისთვისაც.

 

ჩვენს პარტნიორებს შესაძლებლობა მივეცით ფართო საზოგადოებისთვის გაეზიარებინათ   MAN-ის ოპერირების საკუთარი გამოცდილებაც.  პოტენციურ მომხმარებლებს 

ვიდეოების მეშვეობით გერმანული ბრენდის უპირატესობებზე ინფორმაციას უწყვეტად ვაწვდით და ვუადვილებთ სწორი არჩევანის გაკეთებას.  გვიხარია,  რომ ეს აქტივობები ჩვენმა პარტნიორებმა საუკეთესოდ მიიჩნიეს და „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“  დააჯილდოვეს.

თეგეტასა და მსოფლიო ბრენდ     MAN-ის პარტნიორობა ზუსტად 17 წლის წინათ, 2006 წელს დაიწყო. ქართულ ბაზარზე უმსხვილესი ევროპული პრემიუმ ბრენდის შემოსვლა ქვეყნისთვის ევროპის კიდევ ერთი კარის გაღებას ნიშნავდა.

ორი ბრენდის ურთიერთობაში პირველი ნაბიჯები  თეგეტასა და    MAN-ის ბიზნეს ინტერესების დამთხვევამ განსაზღვრა. ხარისხზე,  ექსკლუზიურობაზე,  კომფორტსა და 

სანდოობაზე დამყარებული 17-წლიანი პარტნიორობის გარანტად კი ღირებულებების თანხვედრა იქცა. თანამშრომლობა კომერციული ავტოტრანსპორტის მიმართულებით  MAN-ის TGA თაობის სატვირთო ტექნიკის შემოყვანით დაიწყო. მას შემდეგ ევროპულ შვიდეულში შემავალი ბრენდისა და საქართველოს უმსხვილესი კომპანიის პარტნიორობა სულ უფრო ფართო და მრავლის მომცველი ხდება.

 

დღეს  „თეგეტა ჰოლდინგის“  შვილობილი კომპანია MAN-ის ბრენდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით ამარაგებს თბილისსაც და ერევანსაც.  მათ სერვისსაც თავად უზრუნველყოფს.

------

„თეგეტა ჰოლდინგში“   შემავალი კომპანია  Tegeta Truck & Bus  ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის   MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში.  კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების,  ავტობუსების, მიკროავტობუსების,  დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...

  • 14:28

    თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტ...

  • 10:59

    თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული ...

    გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით...

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...