0 0 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„ახალი საირმე“ „არტგენს“ უმასპინძლებს

ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფესტივალი „არტგენი“ წელს უწყვეტი არსებობის 20 წლის საიუბილეო აღნიშვნისთვის ემზადება. თუმცა ფესტივალის მოყვარულებს ივლისამდე ლოდინი არ მოუწევთ. „არტგენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გაიმართება აქცია-კონცერტი 20 მაისს კურორტ საირმეში. ივლისში კი ფესტივალი ტრადიციულად თბილისში ჩატარდება.

ღონისძიება „ახალ საირმეში“  ღვინის, კულინარიისა და ადგილობრივი წარმოების გამოფენა-გაყიდვით გაიხსნება. რეგიონის ფოლკლორული ანსამბლებისა და შემსრულებლების შემდეგ კი „არტგენის“ ერთგული მსმენელი საყვარელ ჯგუფებს შეხვდება. „ჩვენებურები“, „ფრანი“, „REGGAEON“, „33ა“ და ნიაზ დიასამიძე - „ახალი საირმის“ სტუმრები  გამორჩეული ქართველი შემსრულებლების მოსმენას მხოლოდ ერთი დღით ჯადოსნურ გარემოში შეძლებენ.

გაგა ჩიხლაძე, „არტგენის“ ორგანიზატორი, ჯგუფი „ფრანი“: „ფესტივალისთვის დამახასიათებელი ნიშაა სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობა და ექსპედიციები ახალი სახეების, ოჯახების ან ძველისა და მიკარგულის აღმოჩენისთვის. თუმცა საირმეში აქამდე არ ვყოფილვართ. ეს რაიონი ძალიან დიდი ფოლკლორული კულტურით გამოირჩევა. რეწვით დაწყებული, მუსიკითა და ცეკვით დასრულებული ძალიან სავსე კუთხეა. ზოგადად, სადაც ღვინის ტრადიცია არსებობს და დღემდე წარმატებით ცოცხლობს, იქ ქართული ცეკვა-სიმღერა და ფოლკლორიც ყოველთვის საინტერესოა. სწორედ ასეა საირმეშიც“.

ფოლკლორის, ქართული რეწვისა და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას „Art-გენი“ ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ადგილებს. როგორც ორგანიზატორები ამბობენ, „ახალი საირმის“ სივრცე და ხასიათი სრულად პასუხობს ფესტივალის შინაარსსა და მოთხოვნებს.

გაგა ჩიხლაძე, „არტგენის“ ორგანიზატორი, ჯგუფი „ფრანი“: „ახალი საირმის“ ის გარემო, სადაც ფესტივალი მოეწყობა, რომ ჩადიხარ, უკვე „არტგენია“, ისეთია ირგვლივ ყველაფერი. რაც შეეხება თვითონ ღონისძიებას, რატომაა ის ორმაგად მიმზიდველი და სასიამოვნო „არტგენის“ მეგობრებისა და თანამგზავრებისთვის - თუ ჩვენს მსმენელებსა და ფესტივალის ერთგულ გულშემატკივრებს სხვადასხვა დღეს ვთავაზობთ ხოლმე მათთვის საყვარელი სხვადასხვა ჯგუფის კონცერტებს, აქ მათ ერთიანი მიქსი დახვდებათ. სტუმრებს შეეძლებათ, საირმის ულამაზეს ბუნებაში მათთვის საყვარელ ჯგუფებს მთელი დღის განმავლობაში უსმინონ. ის, რაც შეიძლება თბილისში ეთნოგრაფიულში ერთი კვირის განმავლობაში მოხდეს, საირმეში, ამ საოცარ გარემოში, ერთ დღეში მოხდება“.

ღონისძიებამდე ერთი დღით ადრე, 19 მაისს, სასტუმრო „ახალ საირმეში“ ჯგუფი „ფრანის“ მუსიკალური საღამო გაიმართება. 20 მაისს კი „არტგენზე“დასწრებას, სულ, 600 მსურველი შეძლებს. ბილეთების გაყიდვა და სასტუმროს დაჯავშნა უკვე შესაძლებელია. უნიკალური ადგილმდებარეობა, თანამედროვე ინფრასტრუქტურა - „ახალი საირმე“ მზადაა ფესტივალის სტუმრებისთვის ჯადოსნური მუსიკალური თავგადასავალი კიდევ უფრო სრულყოფილი გახადოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:29

    28 თებერვალს, AWS კომუნა თიბისის მხარდაჭერით უკვე ...

    თიბისის მხარდაჭერით, 28 თებერვალს ტექნოლოგიური ღონისძიება  - AWS კომუნის შეკრება გაიმართება. AWS მომხმარებელთა ჯგუფი ქართველი და უცხოელი ინჟინრებისგან, ასევე, დეველოპერებისგან შემდგარი კომუნაა,...

  • 13:58

    თიბისი კონცეპტის სპეციალური შეთავაზებები მარტის კვ...

    "უკვე გაზაფხულია"- თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს გაზაფხულისთვის ტრადიციულად მასშტაბური შეთავაზებების კვირეული მოუმზადა. ბარათების მფლობელები, 1-დან 8 მარტის ჩათვლით, პარტნიორ ობიექტებში, განსაკუთრებ...

  • 12:00

    თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით UK Bridge-ს განათლები...

    თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 1 მარტს, UK Bridge-ის ყოველწლიურ ღონისძიებას „განათლების საერთაშორისო გამოფენა 2025“ უმასპინძლებს. გამოფენაზე მოსულ სტუმრებს, შესაძლებლობა ექნებათ ...

  • 11:49

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღ...

    თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ობლიგაციების გამოსაშვებად - საუკეთესო ბანკად, საქართველოში კი საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა.   Global Finance-ის პირ...

  • 14:28

    თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკ...

    მსოფლიოში ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, კიდევ ერთხელ დააჯილდოვა. ჯილდო ბანკმა თიბისი WM-ისა და თიბისი კონცეპტ...

  • 10:59

    თიბისის საგაზაფხულო შეთავაზებების კვირეული ...

    გაზაფხულის დღესასწაულებისთვის თიბისიმ მომხმარებლებს, 50-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში, ტრადიციულად გამორჩეული შეთავაზებები მოუმზადა. მხოლოდ 2-3 მარტს და 7-8 მარტს, თიბისის ტერმინალზე, ახალი თიბისი ბარათით...

  • 18:23

    „თეგეტა ჰოლდინგსა“ და UNFPA GEORGIA-ს შორის ურთიერ...

    თანამედროვე ბიზნესგარემოში გენდერული თანასწორობისა და ინკლუზიურობის პრინციპების დაცვა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის, ისე კომპანიების მდგრადი განვითარების კუთხი...