0 7 : 5 6
 | 

სოც. მედია

ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს! – ილო ბეროშვილის ბოდიში ხმაურიანი განცხადების შემდეგ

„ყველაზე ცუდი ქართველი არის გურამ შარაძე“ – ამ სკანდალური განცხადების შემდეგ მსახიობი და ტელეწამყვანი ილო ბეროშვილი დამატებით განმარტებას აკეთებს და სოციალურ ქსელში წერს:

„გუშინწინ ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში, სადაც იყო რუბრიკა ბლიც-კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი?

ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე.

მოკლედ რაშია საქმე: ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ… პაპაჩემი იყო ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დირექტორი (ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტობრივად, მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები განსაკუთრებით, მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად…

იქიდან გამომდინარე, რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს (სხვა ბევრ რამესთან ერთად) თავში ამომივარდა შარაძე, როცა ვაპირებდი, რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი.

ბავშვობიდან მისი სახელი ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა!

ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს, ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა.

ეს იყო ბლიც-კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი, მას შემდეგ რაც შინაურმა მითხრა, რაც ვთქვი შეიძლება ასეც დარჩენილიყო“, – წერს ბეროშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები