0 5 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნიკა გვარამია: “წარმოუდგენელი ამბავია… მივიღეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი”

“მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია რ2-ის ყადაღას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

”რ2-ის ქონება დააყადაღა EBU-მ (ევროპის მაუწყებელთა გაერთიანებამ).

წარმოუდგენელი ამბავია. ამ გაერთიანების უზარმაზარი ვალი დამხვდა რ2ში მისულს. ჟენევაში წასვლა დამჭირდა ვალის განწილვადებისთვის. ნელნელა ვიხდიდით, თუმცა ქიბარის ყადაღის და ფინანსური პრობლემების გამწვავების შემდეგ, მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი დაგვჭირდა გადავადებისთვის. Nina Nakashidze Tamta Muradashvili აგერ, ვის ებარა ეს საკითხი .

დღევანდელმა მენეჯმენტმა ეტყობა იმეილის მიღებაც არ იცის და პასუხიც არ გასცა ევროპის მთავარ სატელევიზიო ორგანიზაციას. ხოდა მივიღეთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ამბავი – EBU-მ ყადაღა დაადო არხის ქონებას.

ოე, ყანა! სოფლის ბოლო!

ps ნუ, ან ყადაღა და მისი შემდგომი პროცესები აწყობთ. ზედ თუ წილების ყადაღას დავამატებთ იმ სასამართლოს მხრიდან, რომელიც შემთხვევით არაფერს აკეთებს, მაშინ გილოცავთ მაგ ექვსმაგ ხელფასს მალე კონტრაქტის სახით საძინებელში თუ ჩამოიკიდებთ” – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები