0 5 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სოციალურ ქსელში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას ფოტო ვრცელდება

ეს ის  4 წლის გოგონაა, რომელიც გუშინ გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, მოზარდს საკუთარი დედა სცემდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც სწორედ ეს გახდა. თუმცა, ფაქტს დაკავებული ლელა ქსოვრელის ახლობლები უარყოფენ და ამბობენ, რომ დაზიანებები ბავშვმა დაბანის დროს მიიღო. 

ფოტოს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა. 

"ყველა ლამაზი ფოტო მინდა დავმალო, რაც კი გამიზიარებია და სხვა დედები აზიარებენ😢ჩვენი ლამაზი შვილების😢ამ პატარასაც როგორ უნდოდა ალბათ, მის დედიკოსაც დაედო მისი ლამაზი სურათები და მოფერებოდა😢და ეს ერთადერთი ფოტო მკლავს😢 სიცოცხლე შემძულდა,"- წერს ჟურნალისტი ნანა ლეჟავა. 

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამი ბავშვი გარდაიცვალა: 
4 წლის ბიჭი გაზის აფეთქებით და კალაძის ყაზტრანსგაზის დაუდევრობით;
12 წლის ბიჭი ჯართის შეგროვებისას და მთავრობის უგულობით;
4 წლის გოგონა ცემით და პოლიციის უმოქმედობით.
ასეთი მინაწერი აქვს ერთერთი საკონცენტრაციო ბანაკის კედელს: „ღმერთი თუ არსებობს, უნდა შემევედროს რომ ვაპატიო“. 😞
გული მეწურება"- წერს ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი გიორგი კაპანაძე.

"ისეთი ამბები ხდება, სულ ვფიქრობ, ამაზე მეტი რაღა დარჩა, რა უნდა მოხდეს-თქო და... ხდება... მაინც ხდება.ნეტა როდემდე უნდა გაგრძელდეს, სადამდე? რატომ? რისთვის? 
ამ კითხვებზე ვერ ვცემ პასუხს ((("- წერს დიზაინერი ლიკა ყაზბეგი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები