1 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,გვითხრა, ფული არ გადაახთევინოთ ჯარისკაციაო.. წარმოიდგინეთ თავის ქვეყნის ჯარისკაცებს როგორ ცემენ პატივს " - გოჩა სარალიძე

სოდ-ის ყოფილი თანამშრომელი, გოჩა სარალიძე, რომელმაც სპეცრაზმში 18 წელი იმსახურა, ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიზიკურად შრომობს. სარალიძე საინტერესო ისტორიას გვიყვება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"კანზას სიტიში ვარ, ვოლმარტში შევედი რაღაცის საყიდლად და ჩემი დამტვრეული ინგლისურით ვერ ვიპოვე რასაც ვეძებ, ერთ ამერიკელს დახმარება ვთხოვე ძვლივს გავაგებინე რა მინდოდა ხოდა ეს ამერიკელი მეკითხება სადაური ხარო. საქართველო მეთქი და არ გამიგიაო, სანამ მაძებნინებდა ცოტა ლაპარაკს მოვყევით და ბოლოს მკითხა შენ ქვეყანაში რას საქმიანობდიო. ვუთხარი მთელი ცხოვრება სამხედრო ვართქო და ძალიან ესიამოვნა. ბოლოს მაპოვნინა ის ნივთი და თბილად დამემშვიდობა. ნუ მე კიდე რაღაცეები ავიღე ასე 200$ ფარგლებში და სალაროს რიგში ჩავდექი. აქ მოვიდა ვოლმარტის თანამშრომელი და გამიყვანა და მეუბნება. აგერ გაა ტარეთო გავატარე და მომიწია 220$. ბარათი რო ავიღე მოლარე მეუბნება, არაა საჭირო, კაცი თქვენ რო გელაპარაკებოდათ მან გვითხრა რამდენისიც არუნდა აიღოს ფული არ გადაახთევინოთ ჯარისკაციაო და ჩეკი მისამართზე გამომიგზავნეთო. აი რაღაც ტკივილამდე მესიამოვნა თან დავიბენი. წარმოიდგინეთ თავის ქვეყნის ჯარისკაცებს როგორ ცემენ ეხლა ეგენი პატივს,"-წერს გოჩა სარალიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები