0 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

”დღეს, რუსთაველზე დედა ტელეფონში იყურებოდა, ბავშვმა გზაზე გადაირბინა … ამ დროს კი მანქანა გამოვარდა და… თვალებზე ხელი ავიფარე”

  სააგენტო dianews- ი სოციალურ ქსელში ერთ–ერთი მოქალაქის წერილს აქვეყნებს, რომელსაცუცვლელად გთავაზობთ:
"გუშინ, რუსთაველზე მივსეირნობდით მე და ჩემი დაქალი. საქმე არ გვქონდა და გვინდოდა ცოტა დაგვესვენა. ბევრი ვიარეთ და დავიღალეთ. იქვე სკამზე დავსხედით და ვსაუბრობდით. ამ დროს ერთი ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა. ბავშვი იქნებოდა ასე 11-12 წლის.

მე და ჩემი დაქალი ვუყურებდით გაოგნებული და ვამბობდით "ტელეფონში ყურებას, შვილს უყუროს რამე არ მოუვიდესთქო”. შუა გზაზე ბავშვი გაიქცა და დედას ჩამოშორდა, მომავალმა მანქანამ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და მოხდა საშინელება … მანქანა ბავშვს დაეჯახა …

 

დედამისი მაშინვე მივარდა, მძღოლიც გადმოვიდა მანქანიდან და წამიერად ბავშვთან გაჩნდა. ჩვენ და გამვლელებიც მისკენ გავიქეცით. მძღოლი იმდენად ანერვიულდა ბავშვის გამო რომ აქეთ დასაწყნარებელი გახდა. საბედნიეროდ ბავშვს მხოლოდ ფეხის მოტეხილობა აქვს და მცირე დაზიანებები.

მძღოლი ბავშვს ზედ გადაყვა, საავადმყოფოში გაჰყვა და როგორც ვიცი მკურნალობის ხარჯები მთლიანად თავსი თავზე აიღო.

მიხარია რომ დღესდღეობით არსებობენ ადამიანები, რომლებსაც შეცდომის დაშვების აღიარება და გამოსწორების სურვილი აქვთ. ასევე ჩვენმა საზოგადოებამ, რომელიც გახრწნილი და გადაგვარებული მეგონა ასეთი ყურადღება და თანაგრძნობა გამოხატა.

მინდა ვუთხრა ყველა მშობელს – ყურადღება მიაქციეთ თქვენს შვილებს და საყვარელ ადამიანებს. ნუ გადაყვებით ამ ტელეფონებს, სოციალურ ქსელებს და ა.შ. შესაძლოა თქვენმა ასეთმა უყურადღებობამ ერთ დღესაც საყვარელი ადამიანი დაგაკარგვინოთ!!!"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები