1 6 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სასწაულია! ტაძრის გარშემო ყველაფერი დამწვარია, ტაძარს კი ცეცხლი საერთოდ არ შეხებია!


საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნატალია კაპანაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს:
„დღეს, 24 ივლისს ძალიან მძიმე და ტრაგიკული დილა გავითენდა საბერძნეთში! ამ მომენტისთვის 50 გარდაცვლილია, 200 მდე დაშავებული და უამრავი ადამიანი დაკარგული! უფალო დაუმკვიდრე ცათა სასუფეველი გარდაცვლილებს! საბერძნეთი ჩვენთვის ქართველი ემიგრანტებისთვის "მეორე სამშობლოა"! ჩვენ გვტკივა და მზად ვართ ვიდგეთ ბერძნების გვერდით! სასწაულად კი ამ საშინელ ცეცხლს გადაურჩა მატში მდებარე "ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი" რომელიც, მამა ნიკოლოზ (კუმენდაკიმ) ააშენა.საწაულად გადარჩა ასევე მამაოს საცხოვრებელი სახლიც, რომელიც ტაძრის მოპირდაპირე მხარეს მდებარობს! მამაო 96 წლისაა და ცოცხალი წმინდანია! ეს ხომ უფლის საწაულია! ცეცხლი საერთოდ არ შეხებია ტაძარს და მამაოს სახლს! ყველაფერი ტაძრის გარშემო დამწვარია!უფალო, შეისმინე და მიგვიტევე ყველას ცოდვები !გაგვაძლიერე რწმენაში ! უფრო მეტი ლოცვა და უფრო მეტი თავმდაბლობა გვესაჭიროება! უფალი განსაცდელს გვიგზავნის და ეს განსაცდელი თვითოეულმა უნდა განვლოთ რწმენით, ლოცვით, მარხვით და უფლის სიყვარულით! უფალმა დაგლოცოთ და გაგაგძლიეროთ მართლმადიდებლებო! უფალი იყოს თქვენი შემწე! ამინ!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები