1 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,სამი წლის წინ დატრიალებული უბედურება გუშინდელივით გვახსოვს ყველას"- კალაძის ემოციური პოსტი 13 ივნისის ტრაგედიაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის 3 წლისთავთან დაკავშირებით ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.

"სამი წლის წინ დატრიალებული უბედურება ვერეს ხეობაში გუშინდელივით გვახსოვს ყველას. რამდენჯერმე მოხდა წყალდიდობა თანამედროვე თბილისში და ყველა ეს ტრაგედია წლები, თაობები ახსოვდა ქალაქს... ასეთ ჭრილობებს დრო ვერ აშუშებს, უბრალოდ ვეჩვევით ამ ჭრილობებით ცხოვრებას.

თითოეული წყალში დაკარგული სიცოცხლის ხსოვნა მუდამ დარჩება ჩვენს გულებში.
სტიქიის წინააღმდეგ მებრძოლი მაშველების და მოხალისეების გმირობა მუდამ დარჩება ჩვენს მადლიერებაში.

ახალგაზრდებო--საოცარი თაობა მოდიხართ და გისურვებთ ეს თავისუფლების ჟინი, ერთობა და მიზანსწრაფულობა არასდროს დაგეკარგოთ- ვამაყობ თქვენით, " - წერს კახა კალაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები