1 3 : 2 0
 | 

სოც. მედია

„გეუბნებიან, როგორ არ ეჭვიანობო...“ - პეტრე კოლხი ცოლს მიმართავს

მამა პეტრე კვარაცხელია, იგივე პეტრე კოლხი, ცოლს საჯაროდ უხსნის სიყვარულს. მის ვრცელ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"კოლხურ უხერხულობას მინდა გადავაბიჯო და ვთქვა ის, რასაც ძილშიც ვფიქრობ, მაგრამ ხშირად არ ვამბობ...

შენც იცი, ოღონდ უკეთესად მინდა იცოდე... არასდროს მაკავებს ვალდებულება, პასუხისმგებლობა, ის, რომ მღვდელი ვარ და ექვსი შვილის მამა... რასაც აქამდე მოვყავარ და მიმაჯაჭვა, შენი სიყვარულია... არც თუ ისე ცოტა ხანია ერთად ვართ. ამ ხნის მანძილზე ბევრი იყო გაბრაზება, გულისწყრომა, კამათი, გაბუტვა, მაგრამ ზღურბლს ვერც ერთი გადაცდა... 
არასდროს ვყოფილვარ აფხაზეთში. მხოლოდ შენს თვალებს შერჩენილი უსასრულობით შემიძლია იქაურ უმნიშვნელო "შუკაზეც" ვისაუბრო... თვალების სიმწვანეში დღემდე დაფრინავენ თოლიები, დაცურავენ კელასურის ოქროს თევზები, ღელავენ პალმები და მაგნოლიები... ეს ყველაფერი კი მეტია, ვიდრე ენგურს გაღმა დარჩენილი კუთხის გეოგრაფიული მდებარეობა. 
13 სექტემბერს დაიბადე, მაგრამ ჩემთვის წუთში ათასჯერ იბადები. ზოგჯერ ნერვებიც მეშლება, ბოლომდე რომ ვერ ამოგხსენი და გაგიცანი... არც არის საჭირო...
ყოველი თვის მეცამეტე დღეს მთაწმინდაზე, ნინო ჭავჭავაძის საფლავთან ვხვდებოდით... ეს იყო ჩვენი შერიგება-განშორების და ისევ შეხვედრის სადგური... 
თუ ვინმეს წინაშე ბოდიში მაქვს მოსახდელი და პატიება სათქმელი - შენ ხარ, რადგან ხშირი "მოუცლელობის" გამო ყურადღება დაგაკელი... ისიც ვიცი, გეუბნებიან, როგორ არ ეჭვიანობ, მუდამ გარეთ არისო... გეუბნებიან იმასაც, სასულიერო პირია და მშვიდად ალბათ ამიტომაც ხარო!.. შენ ყველაზე უკეთ იცი, შენი სიმშვიდის მიზეზი არა რეგალიები, არამედ ჩემი მარადიული სიყვარულია... 
ყველაფერს გჩუქნი, რაც მაბადია... 
პირველად რომ მითხარი და მერე გეუხერხულა, იმ სიტყვებს გიბრუნებ - "მიყვარხარ! ისე კი არა, ისე, უბრალოდ"!.. -  წერს პეტრე კოლხი.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 00:09

    ,,ზუზიკ, ლიფტში გაგიშეშებია წამი.. ნუ გეშნია! ჩვენ...

    განო მელითაური სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:ზუზიკ, მე ბაკურიანში ვარ ბავშვებით ...ლიფტში გაგიშეშებია წამი. ეს სისულელე რომ წავიკითხე წელი გამიშეშდა და სიცხემ მო...

  • 16:38

    ,,ზუზუ თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას.. როგორ ა...

    ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება."ჩემი მეგობარი მიყვებოდა, როგორ რთულად იყო ზუზუ. თურმე, საჯაროდ ითხოვდა დახმარებას, რომელიც ალბათ მეც, თქვენთ...

  • 16:08

    ,,ერთი-ორი ცრემლი და ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრ...

    18 წლის მათე კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და სოცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით მამამ შვილი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი იპოვა. შემთხვევა, თბილისში, მუხიანის დასა...

  • 12:24

    ,,ჩემი ანგელოზი:((( ჩემი ნათლული ტატა... ღმერთო რო...

    მოდელი ირინა ონაშვილი ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილისა და თიკო ჩხეიძეს შვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება."ჩემი ანგელოზი:((( ჩემი ნათლული ტატა... ღმერთო როგორ გავუძლოთ ამ განსაცდელს"- წერს...

  • 13:29

    ,,ვანძრევთ, ქალბატონო სალომე" - "იმედის" ჟურნალისტ...

    "იმედის" ჟურნალისტი, თორნიკე კვერენჩხილაძე სალომე ზურაბიშვილის კომენტარს სოციალურ ქსელში ეხმაურება.  "ვანძრევთ, ქალბატონო სალომე, ვანძრევთ ტვინს! :)" - ამ სტატუსით გამოეხმაურა  "იმედის"...

  • 14:42

    "მერამდენე ქალი უნდა გაიწიროს ამ სამშობიარო "ნინო"...

    თბილისში სამშობიარო სახლ "ნინოში" 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ღუდუშა...

  • 14:32

    ,,"ნინო" არის სასაკლაო! იდიალური ორსულობა ჰქონდა დ...

    თბილისში სამშობიარო სახლ "ნინოში" 35 წლის მშობიარე ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ქალს მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ის ღუდუშა...