2 0 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,, "სან სირო“ არის ჩემი მეორე სახლი, ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მომიწია ისევ თამაში.."

 „სან სიროს“ სტადიონზე ლეგენდარული იტალიელი ნახევარმცველის, ანდრეა პირლოს გამოსათხოვარი მატჩი გაიმართა.  მატჩში მონაწილეობა მიიღო თბილისის მერმა, კახა კალაძემაც, რომელიც მეორე ტაიმში გავიდა მოედანზე.

"ჩემთვის ყოველთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნოა აქ დაბრუნება. მილანი, „სან სირო“ არის ჩემი მეორე სახლი, რადგან ჩემი ყველა საფეხბურთო წარმატება დაკავშირებულია ამ კლუბთან, ამ ქალაქთან, ამ სტადიონთან, ამ ხალხთან. ძალიან მიხარია, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მომიწია ისევ თამაში,"- 

განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები