1 5 : 2 3
 | 

სოც. მედია

საქართველოში დიდი ოპოზიციური გაერთიანება იქმნება?!..

საქართველოს ყოფილი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მამუკა გამყრელიძე Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

"შეხვედრიდან იმდენად კმაყოფილი დავბრუნდი, რომ მოვლენებს ცოტათი უნდა დავასწრო და ჩემი სიხარული თქვენც გაგიზიაროთ.მოგეხსენებათ, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანების თემა ყველაზე აქტუალური და აქამდე გადაუწყვეტელი საკითხი იყო. მოლაპარაკებები კულუარებში პერმენანტულად მიმდინარეობდა, მაგრამ ყველა საკითხში შეჯერება ვერ ხერხდებოდა.

და აი, დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ოპოზიციური გაერთიანების პირველი, მაგრამ მტკიცე კონტურები გამოიკვეთა. მოხდა შეთანხმება სუბიექტებს შორის ურთიერთობების ძირითად პრინციპებზე. კონსულტაციები ძალიან აქტიურ ფაზაში გადავიდა.

გაერთიანების ძირითადი მიზნები გახლავთ

1. 2020 წელს არჩევნების გზით ხელისუფლების მონაცვლეობის უზრუნველყოფა;

2. ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება;

3. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ოპოზიციის საერთო კანდიდატის შერჩევა და მისი მხარდაჭერა;

ოპოზიცურ გაერთიანებას ექნება ფართო პლატფორმის სახე და მასში გაერთიანებულები იქნებიან პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და ქართული საზოგადოების ცნობილი და ავტორიტეტული პერსონები;

P.S. უახლოეს დღეებში კიდევ იქნება სიახლეები. ახლა ამით შემოვიფარგლები "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:11

    ,,ვიგებთ :) "- თამარ ლეკვეიშვილი ...

    საოცარი გარდასახვა  - ფაქტია, რომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს საუკეთესო გრიმიორები და მსახიობები ჰყავს. დღეს "ვანოს შოუს" მაყურებელი ახალ გმირს იხილავს. შოუში ვასო ფხაკაძე გრიგოლ ვაშაძედ გვევლინებ...

  • 18:28

    "შენს მდგომარეობაში არაერთი ქართველი აღმოჩენილა, ი...

    საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია Facebook-ზე  ბერას მიერ გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება ;„რაც შეეხება ამა ქვეყნის ერთი ნაწილის შურს, ბოღმას, უმადურებას, დაუნახაობას და კიდევ მრავალ ს...

  • 14:31

    "ენა ჩაიგდეთ! იურა მეჩითოვი ჩვენი მემატიანეა!"- ქ...

     რეჟისორი ქეთი დოლიძე იური მეჩითოვის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში წერს"„იურა, ისინი ყვირიან და ხავიან, ვინც ყველაზე კარგად იცის, რაც და როგორ მოხდა 9 აპრილს! ის ახსნან, ირაკლ...

  • 14:17

    „ზურაბიშვილის განცხადება არის საშიში… სულ გამოტვინ...

     სალომე ზურაბიშილის განცხადებას ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი გოჩა მირცხულავა აფასებს.„ქალბატონი ზურაბიშვილის საგანგებო განცხადება არის, რბილად რომ ვთქვა, საშიში. თუ ეს პირები იდენტიფიცირებულნი არი...

  • 10:58

    გიორგი კაპანაძე : " ლავროვის ფავორიტი სალომე ზურაბ...

      "ინტერნეტ მედია ჯგუფის" დამფუძნებელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს: "9 აპრილს არავის მკვლელობა არ უნდოდა რუსეთს, თავად მოიკლეს თავი "გასართობად მისულმა ახალგაზრდებმა...

  • 23:57

    ,,ჩემს შვილებს ოდესმე ვინმე შეუწუხებიხართ? წარმო...

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ბერა ივანიშვილის ქორწილის გარშემო ატეხილ სკანდალს ეხმაურება:"მინდა ვუპასუხო იმ ფბ იუზერებს ,რომლებიც იძახიან არც სააკაშვილის შვილებზე ვ...

  • 00:19

    ,,ქოცური, 120 000 ლარიანი კლასიკა!!!"...

    სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გიორგი ბოტკოველი ფეისბუქის გვერდზე ფოტოებს და სტატუსს აქვეყნებს."ქოცური, 120 000 ლარიანი კლასიკა!!! თელავში "მშენებარე" სანაპიროს სკვერი.სკამები გათვლილია 3...