0 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"დიდი ტრაგედია მოხდა კუკიაზე... მთელი უბანი თავზარდაცემული და მგლოვიარეა... "

   სოციალურ ქსელ "ფეისბუქის"ერთ-ერთი მომხმარებელი, მაკა სახურია კუკიაზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს, მისი თქმით, ავტოკატასტროფამ ოთხ ბიჭის სიცოცხლე იმსხვერპლა

"დიდი ტრაგედია მოხდა კუკიაზე... მთელი უბანი თავზარდაცემული და მგლოვიარეა... ავტოკატასტროფას ოთხი რჩეული ბიჭი ემსხვერპლა... დამუნჯებული და გაოგნებული ვარ... ბუნებაც გლოვობს და ტირის... ძმები დათო და ტატო ხუნჯუები, ძმები სერგო და ლევან ლაშქარავები... რა გითხრათ, ბიჭებო, აუტანლად მტკივა თქვენი წასვლა... უფალმა ანუგეშოს თქვენი ოჯახები...ნეტა რამე შემეძლოს... ყველაფერი აზრს კარგავს, აი, სუყველაფერი... სინათლე ზეცისკენ მიმავალ გზაზე... ტატო, დათო, სერგო, ლევან.."
 აღნიშნულ  ფაქტს ადასტურებენ შს სამინისტროში. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები