1 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,, 22 წლის გოგო და 10 თვის ბავშვი დაბადებიდანვე გაწირეს მარტო იმიტომ, რომ ჩვენზე ოდნავ მუქი ფერის კანი აქვს"

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი!!!

22 წლის გოგონა, რომელსაც ათი თვის ბავშვი ჰყავს, არის საშინელ დღეში. ყოველწამს განიცდის საზიზღარ დამცირებას, ლანძღვას და შეურაცხყოფას. მოიძულეს მშობლებმა და ნათესავებმა, არ ჰყავს სულ არავინ. არ აბადიათ სულ არაფერი. მისი ერთადერთი "დანაშაული" ის არის, რომ ფერადკანიანი ბიჭი შეუყვარდა.  ბავშვის მამა პრობლემების გამო ქვეყანაში არ არის, მაგრამ არ გაუწყვეტია კონტაქტი. ბავშვი და დედა არიან მონასტერში შეფარებული. მე არ ვიცი რას იფიქრებს ამ ამბავზე საზოგადოება, მაგრამ ვერაფრით ვერ დავღუპავ 22 წლის გოგოს და 10 თვის ბავშვს, რომელიც დაბადებიდანვე გაწირეს მარტო იმის გამო რომ ჩვენზე ოდნავ მუქი ფერის კანი აქვს. გოგონას იქნებ 6 თვით სახლი ვუქირავოთ რა და სასწრაფოდ სჭირდება ნორმალური სამსახური, ისეთი გრაფიკით რომ ბავშვის ბაღში ტარება მოახერხოს. მერე თვითონ გადაიხდის ხელფასით.. გოგონა არის ძალიან განათლებული და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მომწერეთ ყველამ, ვისაც დახმარება შეგიძლიათ, მგონია რომ მაგარი სირცხვილია, ამ პატარა დედა-შვილის გაწირვა. 

 ბინის ქირისთვის კი ფული გროვდება აქ

ანგარიშის ნომერი: 
საქართველოს ბანკი
GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისი ფეიში მოძებნეთ "ქველმოქმედება" და შემდეგ პირველივეა "ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს"
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით.
Akaki Sinjikashvili "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები