1 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნინო შუბლაძე სატელევიზიო საქმიანობას უბრუნდება - რომელი არხის ხელმძღვანელად დაინიშნა ჟურნალისტი?

     ჯანდაცვის მინისტრის,  დავით სერგეენკოს ყოფილი მრჩეველი და  ჟურნალისტი,  ნინო შუბლაძე  ტელეკომპანია  "TV პირველის"   ხელმძღვანელი  ხდება.  ამის შესახებ ინფორმაცია ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა :

    "რა გამაჩერებდა ,რომ არ დამეწერა,ამ ამბის გახმაურებას დავასწრებ ყველას.იმიტომ რომ ძალიან მიხარია..ძალიან არა..უძალიანესად..ხოდა, დავასწრებ ყველას და მე შეგატყობინებთ ამ უმაგრეს ამბავს და ჩვენს სატელევიზიო შენაძენს , მალე "ტვ პირველის" გუნდს უხელმძღვანელებს ადამიანი,რომელთან ერთად მუშაობაც ყოველთვის იყო ჩემი დიდი სურვილი და რომელსაც ვცემ საოცარ პატივს,რომლის აზრი და შეფასება ყოველთვის განსაკუთრებულად ( მგონი ,ყველაზე მეტად) მაინტერესებდა და მაინტერესებს,იმიტომ რომ არის სუპერ პროფესიონალი და უმაგრესი. რომლის მოსვლითაც ჩვენს ახალგაზრდა ტელევიზიაში სრულიად ახალი ეტაპი დაიწყება.

    ქალბატონებო და ბატონებო, მოემზადეთ ახალი ,ძალიან მაგარი ამბისთვის - ნინო შუბლაძე ხდება ჩვენი გუნდის ლიდერი)) მილოცვებს ვიღებ თამამად."- წერს ინგა გრიგოლია 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები