0 3 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

გია კვანტალიანი: კალათბურთის ფედერაციის ეს 2 500 00 ევროიანი ხელშეკრულება არც შესრულდა და ვერც შესრულდება

ასე აფასებს ცნობილი ქართველი კალათბურთელი გია კვანტალიანი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას“ (GBF), „ფონდ 5+11“ და „სასკო ბასკონია S.A.D“ შორის 2014 წლის 27 სექტემბერს 5 წლიანი ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას.

ხელშეკრულების თანახმად, ესპანელი მწვრთნელები კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-დან 20 წლამდე მოთამაშეებს გაწვრთნიან.

ხელშეკრულების მიხედვით, GBF „სასკი ბასკონია S.A.D“ -ს ყოველ სპორტულ სეზონზე 500, 000.00 ევროს გადაურიცხავს. 

აქედან ა) 300,000.00 ევრო - მოთამაშეთა მომზადებისთვის; ბ) 200,000.00 ევრო - ტექნიკური თანამშრომლობისთვის ან 2.100,000.00 ევრო თუკი ერთჯერადი გადახდა შესრულდება ხელშეკრულების ძალაში შესვლისას. ეს თანხა ნაწილდება შემდეგნაირად ა) 1,250,000.00 ევრო - მოთამაშეთა მომზადბისთვის; ბ) 850,000.00 ევრო - ტექნიკური მომზადებისთვის. 

თუმცა, აღმოჩნდა, რომ გასულ წელს სასკო ბასკონიაში არც ქართველი მწვრთნელები ყოფილან და არც ქართველი ახალგაზრდები. 2 ქართველი ბავშვიდან, ორთავე უკან დაბრუნდა. სამაგიეროდ, საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 9 უცხოელ კალათბურთელს მოხმარდა.

გიორგი კვანტალიანი: ტექნიკური ხელშეკრულების მიხედვით საკმაოდ სერიოზული თანხები ირიცხება სასკო ბასკონიაში სადაც ქართველი მწვრთნელები უნდა მომზადდნენ და ასევე ქართველი ბავშვები. თუმცა აღმოჩნდა რომ ქართველი მწვრთნელებიდან არცერთი არ ყოფილა წასული მოსამზადებლად.

ეს არის სახელმწიფო ფული და არის ბიუჯეტის ფული, რომელიც გამოყოფილია საქართველოს კალათბურთელთა მოსამზადებლად, ბავშვების გასაზრდელად. ეს რომ იყოს კერძო ინიციატივა, ვთქვათ რომელიმე ბიზნესმენის მიერ გაგზავნილი თანხა და დაფინანსება, მე ამას მივესალმები და პრობლემა არ მაქვს, მაგრამ ის თანხა, რომელიც მანდ არის ნაჩვენები და რომლითაც ეს უნდა გაკეთდეს, აბსოლუტურად წყალში გადაყრილი თანხაა.

ეს არის ძალიან პრობლემატური, ძალიან ცუდი მაგალითი, იმიტომ რომ ვთქვათ 5 კაცი გაიზარდა, სპორტი ისეთი რამეა, შეიძლება 1000 დან 5 გაიზარდოს, ან 1 000 დან 100 გაიზარდოს, მაგრამ ეს არ გვაძლევს ამის საშუალებას და ამის ფუფუნებას. დამისახელონ მაგალითი, რომელმა ქვეყანამ გადაიხადა ამხელა თანხა, ისეთმა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა. აქ არ არის ლაპარაკი ამერიკის შტატზე ან სხვაზე, სადაც მართლა მაღალი დონეა და დარბაზები არსებობენ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია იმიტომ, რომ თავიდანვე რაზეც იყო საუბარი ის არ შესრულდა და ვერც გაკეთდება.

არცერთი სპეციალისტი, ვინც ამას გაეცნობა ბოლომდე, ამის მომხრე არ იქნება.

ხელშეკრულბის ტექნიკურ ნაწილში საუბარია  იმაზე, რომ  უნდა წავიდნენ ქართველი მწვრთნელებიც და ისინი უნდა მომზადდნენ, თქვენ რატომ არ წახვედით? მითუმეტეს რომ სახელმწიფომ ამისთვის საკმაოდ სერიოზული თანხა გადარიცხა?

მე ახლა გეტყვით ერთ კონკრეტულ სიტუაციას, აბსოლუტურად არ არის ქართველი მწვრთნელების წასვლა საჭირო. ქართველი მწვრთნელი თუ აქ არის 15-20-30 კაცი, ჯობია აქ მოიწვიო 1-2 სპეციალისტი და ადგილზე ჩაუტარო ინსტრუქტაჟი და ადგლზე გადმოვიღოთ ყველაფერი. შევადაროთ რომელი უფრო ადვილია? 1-2 კაცის ჩამოყვანა აქ სამუშაო პირობებით დასაქმება რაღაც პერიოდით, პერიოდულად ჩამოვლენ ხოლმე. რომელი უფრო იაფი დაჯდება? მითუმეტეს აქ ბაზა გარემონტდა ახალგაზრდულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, რამოდენიმე სასახლე შეიქმნა, რომელიც დაკეტილია. რომელი უკეთესია, საზღვარგარეთიდან ჩამოვიყვანოთ 2-3 კარგი ძლიერი მწვრთნელი თუ  20-30 კაცი გავუშვათ ესპანეთში? ამისი კვება, ხელფასი, შენახვა... აქ ადგილობრივი მწვრთნელებიდან ბაზის შექმნა, სიტუაციის შექმნა, გაუმჯობესება იქნებოდა კარგი, ამას მივესალმები, მაგრამ ის რაც მანდ არის ხელშეკრულებაში ჩადებული და რაც მანდ ხდება, ეს ყველაფერი მიუღებელია.

როგორც ირკვევა, 2015 წელს მხოლოდ უცხოელი კალათბურთელები მომზადდნენ. დაფინანსებული ორი ქართველი ახალგაზრდა უკან მობრუნდა...

ეს ხელშეკრულებით არც იყო გათვალისწინებული, ახლა 16 ბავშვი რომელიც ნაუცბათევად გააგზავნეს. რომ შეხედავთ, თქვენ მიხვდებით რომ ეს არის საზაფხულო კემპი, რომლითაც 1 თვეც და 2 თვეც ვერ გაჩერდებიან და გამოუშვებენ უკან. დაიმახსოვრეთ ეს, ეს ესე არ ხდება. იმიტომ რომ ამის პრეცედენტი, რომ ვიღაცას ასე გაეგზავნოს, არ არის. სერბეთში არის ასეთი სკოლა, იუგოსლავიის ყოფილ ქვეყნებში, სადაც საზაფხულოდ 3 თვით, დეკემბერი, იანვარი თებერვალშიც ჩადიან, როცა დასვენების პერიოდებია და ჩადიან და ოსტატობას იმაღლებენ. მთელი კემპი ამერიკაში ასე არ ტარდება?

 აქ ასეთი არ არსებობს და ეს არ აბსოლუტურად მიუღებელი კონტრაქტია. უბრალოდ ყვარყვარე თუთაბერის სიტყვებს შეგახსენებთ „ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ დავამთავრებ“ - ეს არასოდეს არ დამთავრდება და სავალალო ეს არის, სასწრაფოდ უნდა შველა, ის თანხა სად არის გადარიცხული და რას მოხმარდა?! როგორ შეიძლება ჩვენ თავს მივცეთ ამის ფუფუნება?!

მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გამოყო ეს თანხები და კალათურთის განვითარების 5 წლიანი გეგმა შეიმუშავეს. და დააკვირდით 500 ათასი ლარი გამოეყო უმაღლეს ლიგაში ანუ სუპერ ლიგაში მოთამაშე გუნდებისთვის. ასეთი რვა გუნდი ხარჯავს იმ თანხას, რომელიც სახელმწიფომ გამოუყო.  და არ ცდილობენ რომ სპონსორები მოიძიონ და ვიღაცა მოიძიონ და რაღაცა გააკეთონ. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ ძველ პერიოდში 800 ათასი, 700 ათასი, 900 ათასი ლარი მინიმუმი იყო თითოეული გუნდისთვის.

ახლა მიჩერებულები არიან სახელმწიფოს გამოყოფილი ფულიდან მინიმალური ხელფასი მიცსენ, მინიმალური საშუალება მისცენ.  დაბალი დონის კალათბურთელები არიან იმიტომ, რომ თვითონ ბიჭები კი არ არიან ამაში დამნაშავე.  მიდგომაა ასეთი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები