0 2 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

2 მილიონ 500 ათასი ევრო უცხოურ კლუბს, უამრავი კითხვა და კალათბურთის ფედერაცია, რომელსაც პასუხები არ აქვს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციას“ (GBF), „ფონდ 5+11“ და „სასკო ბასკონია S.A.D“ შორის 2014 წლის 27 სექტემბერს 5 წლიანი ტექნიკური თანამშრომლობის ხელშეკრულება დაიდო, რომლის თანახმად ესპანელი მწვრთნელები კალათბურთის ეროვნული ნაკრებისთვის 16-დან 20 წლამდე მოთამაშეებს გაწვრთნიან. საქართველოს ბიუჯეტს პროექტის განხორციელება 2 500 000 ევრო უჯდება.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის დროს გაფორმებული ხელშეკრულება საკმაოდ  ბევრ კითხვას აჩენს. ხელშეკრულების მიხედვით,  GBF „სასკო ბასკონია S.A.D“ -ს ყოველ სპორტულ სეზონზე 500, 000.00 ევროს გადაურიცხავს. 

აქედან ა) 300,000.00 ევრო - მოთამაშეთა მომზადებისთვის; ბ) 200,000.00 ევრო - ტექნიკური თანამშრომლობისთვის ან 2.100,000.00 ევრო თუკი ერთჯერადი გადახდა შესრულდება ხელშეკრულების ძალაში შესვლისას. ეს თანხა ნაწილდება შემდეგნაირად ა) 1,250,000.00 ევრო - მოთამაშეთა მომზადბისთვის; ბ) 850,000.00 ევრო - ტექნიკური მომზადებისთვის. 

თანხის გადარიცხვა, ხელშეკრულების პირობების მიხედვით, უკვე 2 წელია დაიწყო და ესპანურმა კლუბმა საქართველოს ბიუჯეტიდან უკვე მიიღო ასი ათასობით ევრო. ქართული მხარე პირობას ასრულებს, თანხას იხდის, სამაგიეროდ კი ჯერჯერობით ხელშესახები არაფერი მიუღია. 

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ახალგაზრდა კალათბურთელების მომზადებისთვის  თანხებს იხდის; მიუხედავად იმისა, რომ მინისტრისთვის წარდგენილი ანალიზის მიხედვით ერთ-ერთი კალათბურთელი, ლუკა ბულიაშვილი გრანტიორთა სიაშია ჩასმული, აღმოჩნდა, რომ ლუკა ბულიაშვილის მამამ ლევან ბულიაშვილმა „სასკო ბასკონიას“  17 000 ევრო გადაუხადა. 

კალათბურთის ფედერაციის ანგარიშის მიხედვით, ლუკა ბულიაშვილის მომზადების თანხას თავად იხდიან, კალათბურთელის მამა კი აცხადებს, რომ შვილის ვარჯიშის, მგზავრობის, ცხოვრების, კვების და ყველა სხვა დანარჩენი ხარჯი ოჯახმა დაფარა. ოჯახს ხარჯების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი გაჩნია. ლევან ბულიაშვილი აცხადებს, რომ  მოითხოვს ყველა იმ ადმიანის დასჯას, ვინ ამ კრიმინალში მონაწილეობს! 

ლევან ბულიაშვილი ასახელებს ყველა პიროვნებას, ვინც გარიგებაში იყო ჩართული, კალათბრთის ფედერაციის და უცხოური კლუბის წარმომადგენლებს.

„რამდენიმე ხნის წინ სპორტულ გამოცემა „ვორდ სპორტში“ წავიკითხე ფედერაციის გენერალური მდივნის ქართველიშვილის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ კალათბურთის ფედერაციის ხარჯებით ლუკა ბულაშვილი და თოკო შენგელია წავიდაო. მერე კახა შენგელიამ გაახმოვანა ფედერაციასა და „სასკი ბასკონიას“ შორის დადებული ხელშეკრულება. მაშინ დავეჭვდი.

ამის შემდეგ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ და ქართველიშვილმა დამიძახეს. კაბინეტში ვისაუბრეთ, მითხრეს, ვიცით, რომ შენ გადაიხადე თანხაო.

ხელშეკრულებაში თან ისეთი პირობა დევს, რომ... შეიძლება ჩემი შვილი NBA-ში წავიდეს, იქ მილონებზეა ლაპარაკი, ან სხვა კლუბში გადავიდეს. ყველაფერი მე გავაკეთე, არავინ დამხმარებიხარ და 50% რომ წერთ, ამის ტრანსფერი ფედერაციას ერიცხება, რა უფლებით იღებ, რამე წვლილი მიგიძღვით ან სადმე ჩემი ხელმოწერა არ უნდა იყოს, რომ ჩემი შვილის თანხას იღებთ მეთქი? 

მე მიხეილ გაბრიჩიძეს, გიორგი ქართველიშვილს, ბიჭიაშვილს და სხვებს, საკმაოდ ბევრი ისხდნენ კაბინეტში ვკითხე, რამე შეხება ხომ არ აქვს ჩემს შვილს კემპთან და სახელმწიფო პროგრამასთან, რითიც დაფინანსდნენ კალათბურთელები, ისე არ გამოვიდეს ჩემს შვილს ამ დაფინანსებასთან რამე შეხება ჰქონდა, თორემ ამას ცუდო ამბავი მოყვება თქო“ - აცხადებს ლევან ბულიაშვილი საინფორმაციო სააგენტო „აიპრესთან“ საუბრისას.

მონაცემთა ანალიზის მიხედვით, რომელიც კალათბურთის ფედერაციამ ამჟამინდელ მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს გაუგზავნა, ირკვევა, რომ ამ ეტაპზე გრანტის მქონე მოთამაშეებიდან 9 უცხოელია და სამი ქართველი. 3 ქართველს შორის არის ლუკა ბულიაშვილიც.

ანალიზის გრაფაში: „მოთამაშეები რომლებსაც აქვთ გრანტი ჩვენი ხელშეკრულებით“ სიტყვასიტყვით ვკითხულობთ:

1.       დანიელ ბორდინინო, კარლოს მარტინესი, ტადას ხედერკაკისი, რინალდს მალმანისი, პილლიპ პრეტრუსევი, ჯურიჯ მაკურა, არტურ კურუჩი, დავიდ პეტრუსევი, დევონ ვან ოსტრუმი; 
2. ქართველი მოთამაშეები ჩვენი ხელშეკრულებით: ლუკა ბულაშვილი, გიორგი ტურძელაძე, ნიკა დარბაიძე.

 

„მითხრეს, შენი შვილი ამ კემპით არ არის გატარებული და შენ სწორად გაქვს თანხები გადახდილიო. ახლა ამბობენ, ეს გულაშვილის მშობლებმა ითხოვესო, „ბასკონიაც“ იგივეს წერს მშობლებმა ითხოვესო... თქვენ წარმოიდგინეთ, გიჟი უნდა ვიყო, რომ ვთქვა, არ მინდა სახელმწიფოსა და ფედერაციის დაფინასება, მე გადავიხდი 25 000 ევროს, ეს მაშინ როცა წელზე ვიდგამ ფეხს. ახლა გამოჩნდა რაღაც საბუთები, რითიც ირკვევა, რომ ჩემი შვილი ლუკა ბულაშვილი სახელმწიფომ დააფინანსა. ” - აცხადებს კალათბურთელის მამა.

„საქართველოს კალათბურთის ფედერაციასა“(GBF) და „სასკი ბასკონიას“ შორის, რაც ეხება მათ შორის ტექნიკურ თანამშრომლობასა და „საქართველოს კალათბურთის ფედერაციის“ კომერციულ ინტერესებს, ანუ თუ გაიყიდება კალათბურთელები, რომლის მომზადებაში საქართვლოს კალათბურთის ფედერაცია მილიონობით ლარს იხდის წელიწადში, აქედან GBF-იმ უნდა მიიღოს გარკვეული შემოსავალი. თუმცა ეს არის ბუნდოვანი კონტრაქტი, რადგან არავინ იცის როდის გაიყიდება ან გაყიდება თუ არა საერთოდ ეს კალათბურთელები.

და რატომ უნდა გადაიხადოს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ უცხო ქვეყნის კალათბურთელების მომზადებაში მილიონობით ლარი, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, კალათბურთელები საკუთარი ჯიბიდან იხდიან თანხას მომზადებიდან დაწყებული შეკრებებით დამთავრებული. ეს ერთ-ერთი მხარე, მაგრამ აქ არის მეორ მხარე, რომელიც კალათბურთელ ლუკა ბულაშვილს ეხება.“ - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

კალათბურთის ფედერაცია, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ყოველწლიური ბიუჯეტის თითქმის ნახევარს იხდის პროექტში, რომლის მიზანი, მიმდინარეობა და რაც ყველაზე მთავარია - შედეგი, ბუნდოვანია. 2 წლის განმავლობაში გადახდილი მილიონობით ლარის სანაცვლოდ ჯერ ქართულ მხარეს შედეგი არ მიუღია. არ არის მომზადებული კალათბურთელი, არ განხორციელებულა ტრანსფერი, არ არის მომზადებული მწვრთნელი და არ არის კიდევ რამდენიმე პირობა, რომლებიც კონტრაქტის პირობებში ნათლად არის გაწერილი. როდემდე აპირებს ფედერაცია ბიუჯეტის თანხის გადახდას ბუნდოვან პროექტის დასაფინანსებლად, გაურკვეველია. ბიუჯეტის თანხების ფლანგვა გრძელდება და შესაბამის სამსახურს დასმულ კითხვებზე პასუხი არ აქვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები