1 3 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველი სპორტსმენის წარმატება უკრაინაში

ჩამოტვირთვა

ქართველი სპორტსმენის წარმატება უკრაინაში. 7-დან 12 აგვისტომდე ქალაქ კრივოი როგში გამართულ ძალისმიერი სამჭიდისა და წოლჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრმა ცოტნე ბეჟაშვილმა 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში წოლჭიდში 175 კილოგრამი დაიმორჩილა და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ათლეტმა ამ მაჩვენებლით მსოფლიო რეკორდი 17 კილოგრამით გააუმჯობესა. ცოტნე ბეჟაშვილი საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი და საერთაშორისო კლასის ოსტატია. 2012 წელს ქართველმა სპორტსმენმა ამიერკავკასიის თასი მოიგო და აბსოლუტური ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები