1 3 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ლონდონის ოლიმპიადა 2012

ჩამოტვირთვა

ოლიმპიური თამაშები 2012 ლონდონში დღეს ოფიციალურად გაიხსნება. ოლიმპიადის გახნის ცერემონიას 60 ათასი მაყურებელი დაესწრება და მსოფლიოს სხვადასხვა ტელეარხი ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გააშუქებს. შოუს დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ ის სამ საათს გაგრძელდება და მონაწილეთა შორის ლეგენდარული პოლ მაკარტნიც იქნება. ოლიმპიადა 2012-ში 26 ქვეყნის 14700 სპორტსმენი მონაწილეობს, მათ შორის 35 ქართველია. საქართველო წლევანდელ ოლიმპიადაზე სპორტის 11 სახეობაში წარსდგება. ინგლისის სამეფო ოჯახის წევრები, ცნობილი მომღერლები, პოლიტიკოსები და რათქმაუნდა სპორტსმენები - ოლიმპიადა 2012-ში საზოგადოებისთვის კარგად ნაცხნობი არაერთი ადამიანია ჩართული. ლონდონში იმყოფება აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი მიტ რომნიც, რომელმაც ლონდონის ოლიმპიადა გააკრიტიკა და ამით ინგლისელების უკმაყოფილება გამოიწვია. აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას ბრიტანეთის პრემიერი გამოეხმაურა, ქემერონმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ინგლისმა ოლიმპიური თამაშების ორგანიზებას თავი კარგად გაართვა. მით რომნის საჯარო პასუხი გასცა ლონდონის მერმაც. ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე 42 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ოლიმპიადა 2012-ის საერთო ბიუჯეტი კი 14 მილიარდ დოლარს შეადგენს. ცერემონია ინგლისის დროით 9 საათზე დაიწყება. ლონდონი ერთადერთი ქალაქია, სადაც ოლიმპიური თამაშები უკვე მესამედ ტარდება. 1908 და 1948 წლების შემდეგ, ინგლისელებმა ოლიმპიელები წელსაც დიდი პატივით მიიღეს, დიდ ბრიტანეთში დიდი ზეიმია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები