1 2 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

ქართველმა ხელბურთელებმა ევროპა დაიპყრეს

ჩამოტვირთვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ხელბურთის გუნდი ევროპის ჩემპიონი გახდა. ქართველმა ბიჭებმა ესპანეთის ქალაქ კორდობაში მიმდინარე ევროპის პირველ საუნივერსიტეტო თამაშებზე უძლიერესად იასპარეზეს და პირველობა არავის დაუთმეს. ამ მასშტაბის გამარჯვება ქართული ხელბურთის ისტორიაში ამ დრომდე არ ყოფილა. ქართველი სპორტსმენები აცხადებენ, რომ ეს წარმატება დიდი სტიმულია კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დასაპყრობად. ქართველმა ხელბურთელებმა ექვსგუნდიან ჯგუფში ხუთივე მოწინააღმდეგე დაამარცხეს, მათ შორის დაძაბულ ბრძოლაში მოუგეს მასპინძელი კორდობას უნივერსიტეტის გუნდს და, ტურნირის ფორმატის გათვალისწინებით, პირდაპირ ფინალში გავიდნენ, სადაც საკმაოდ იოლად, 37–iთ 24 აჯობეს უკანასკნელ მოწინააღმდეგეს, ხორვატიის "ოსიეკს". ქართველი სპორტსმენები თბილისში უკვე დაბრუნდნენ. ჩემპიონები ამ დრომდე გულშემატკივრების მილოცვებს იღებენ. ბიჭებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ მსოფლიოს აჩვენონ, თუ რა შეუძლიათ და გვპირდებიან, რომ თავდაუზოგავი შრომით მომავალ წელს კიდევ უფრო მეტად გაგვახარებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები