0 7 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სპორტი

როცა მიზანი სიცოცხლეზე მეტია - პირველი ქართველი ველომრბოლელის წარმატება

ჩამოტვირთვა

გიორგი ნადირაძე პირველი ქართველი ველოსპორტსმენია, რომელიც „ლონდონი 2012“–ის ლიცენზიანტი გახდა. ამბობს, რომ მისთვის მიზანი სიცოცხლეზე მეტია, 25 წლის სპორტსმენი მრავალი წელია, რაც ამ დღისთვის იბრძოდა. თავდაპირველად ველორბოლა, როგორც ყველა ბავშვისთვის, მისთვისაც უბრალო გატაცება იყო. შემდეგ თურმე, თავისდაუნებურად სერიოზული ვარჯიში დაიწყო და თავდაუზოგავმა შრომამაც შედეგი გამოიღო. ჩვენი სიუჟეტის გმირმა დღეს, ტრადიციისამებრ საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტების საპატიო დაფაზე ავტოგრაფი დატოვა, ამაყი და ბედნიერია, რომ ველოსპორტიდან საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც პირველი ქართველი ლიცენზიანტი. გიორგის დღის რეჟიმი საკმაოდ დატვირთულია, დღის დიდ ნაწილს აქ, სავარჯიშო მოედანზე ატარებს, ამბობს, რომ სანამ მსოფლიო დონის აღიარებას არ მოიპოვებს, მანამდე არ შეჩერდება; პირველი დიდი ნაბიჯი უკვე გადადგა, ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა. ამჯერად დიდი გამარჯვებისთვის ემზადება და დარწმუნებულია, რომ მისი შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. „აიტივი“ კი მიზანსწრაფულ ქართველ სპორტსმენს წარმატებას უსურვებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები