1 4 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

დედებო ფრთხილად! - “გოჭი პეპა“ შემაშფოთებელი მულტფილმის პერსონაჟია ..

  youtube-ზე ათასობით ვიდეო შეიცავს ძალმომრეობით და შემაშფოთებელ შინაარსს და ისინი მოგვეწოდება, როგორც მულტფილმები.

ამ ვიდეოებიდან ზოგიერთი შესაძლოა შეგხვდეთ, როგორც სპეციალურად ბავშვებისთვის განკუთვნილი და ბევრი მათგანი  ჰგავს ძალიან ჩვეულებრივ, ნორმალურ და ბავშვისთვის განკუთვნილ მულტფილმს.

ერთ-ერთი ასეთი შემაშფოთებელი მულტფილმის პერსონაჟია გოჭი პეპა, რომელიც აღმოაჩინა ჟურნალისტმა ლაურა ჯუნმა. ამ მულტფილმში ნაჩვენებია  კბილის ექიმი დიდი ნემსით ხელში, რომელიც კბილს უღებს პეპას, ის კი საშინლად კივის ამ დროს.

მისის ჯუნი მიხვდა, რომ ამ ძალმომრეობით ვიდეოს მისი სამი წლის გოგონა  მასთან ახლოს უყურებდა.

მისის ჯუნი:"პეპა კიოდა და ტიროდა. კბილის ექიმი არის სულ ცოტა სადისტი და ეს სამი წლის ბავშვმა არ უნდა ნახოს."

ყველა ასეთი ვიდეო ადვილად ხელმისაწვდომია ბავშვებისთვის. მათ შეუძლიათ ეს ვიდეოები მოძებნონ ან ნახონ რეკომენდირებულ ვიდეოებში.

საფრთხის შესახებ, რომელიც ჩვენ შვილებს ემუქრებათ, ისაუბრა პროფესორმა სონია ლივინგსტონმა. ის ფსიქოლოგი და ექსპერტია ბავშვების ონლაინდაცულობის.

სონია ლივინგსტონი:"მე არ ვფიქრობ, რომ ამის გამო მთელ მსოფლიოში პოლიცია უნდა გამოვიძახოთ. ბევრი მასალა ნამდვილად არის სატირული და ფაქტობრივად აგრესიული. რაც ჩვენ გვჭირდება, ეს არის ჩვენი შვილიების დაცვა ამ საფრთხისგან."

youtube-ი უარყოფს მათ მიერ ასეთი ვიდეოების მოწოდებას, მაგრამ ამავე დროს ამბობს:"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიღებთ ამ უკურეაქციას. გვესმის, რომ ხალხი საუბრობს პრობლემაზე, თუმცა ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან ადვილია აარიდოს ამ ვიდეოებს თვალი".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები