0 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

ჯენიფერ ენისტონი ყველა დროის ყველაზე "ცხელ" ქალად დაასახელეს

ჩამოტვირთვა

გავლენიანმა გამოცემა mens health-მა ყველა დროის ყველაზე "ცხელი" ქალბატონების 100-ეული გამოავლინა. რეიტინგი ხმის მიცემის პროცესით შეადგინეს. ყველა დროის ყველაზე ცხელ ქალბატონთა სიის სათავეში მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მოექცა. მას ვერ აჯობა ვერც მერლინ მონრომ, რომელიც მეორე ადგილს დასჯერდა და ვერც ჯენიფერის მეტოქემ, ბრედ პიტის ცოლმა, მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ, რომელსაც მხოლოდ მე-10 ადგილი ხვდა წილად. "სხვა სექს-სიმბოლოებთან შედარებით, ენისტონმა ეს ტიტული გამოკითხვის დასაწყისშივე მოიპოვა და შეინარჩუნა. ის ერთდროულად არის სასაცილო, სექსუალური და შეუცდომელი", - წერს საიტ menshealth.com-ის რედაქტორი. ამჯერად ჯენიფერ ენისტონი მსახიობ ჯასტინ ტერუს ხვდება და წყვილი დაქორწინებას მალე აპირებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები