2 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სააკაშვილის საქმეზე დაკავებულ მამა-შვილს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

საქალაქო სასამართლომ, ზურაბ და შალვა წოწორიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. 

მამა-შვილს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე, დანაშაულის დაფარვას ედავება.

დაკავებულები დუმილის უფლებას იყენებენ, თუმცა მესამე პრეზიდენტთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებენ და ამბობენ, რომ მისი ტრანსპორტირებაც მოხდა.

ადვოკატი დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმე სრულად პოლიტიკურია, ხოლო ბრალი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფებს წარუდგინეს, აბსურდული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები