0 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფაიზერი ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო!? – ცერცვაძე

“ᲐᲓᲠᲔ, ᲡᲐᲜᲐᲛ ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲘᲡ ᲨᲔᲛᲝᲢᲐᲜᲐ ᲓᲐᲒᲕᲘᲐᲜᲓᲐ ᲓᲐ ᲡᲮᲕᲐᲗᲐ ᲨᲝᲠᲘᲡ, ᲘᲡᲘᲪ ᲓᲐᲒᲕᲘᲐᲜᲓᲐ ᲐᲛ ᲐᲜᲒᲐᲟᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ, ᲠᲝᲛ ᲩᲘᲜᲣᲠᲘ ᲕᲐᲥᲪᲘᲜᲐ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲝᲓᲐᲗ, ᲞᲘᲠᲓᲐᲞᲘᲠ ᲒᲐᲛᲝᲓᲘᲝᲓᲜᲔᲜ ᲓᲐ ᲐᲛᲑᲝᲑᲓᲜᲔᲜ: “ᲛᲔ ᲒᲐᲕᲘᲙᲔᲗᲔᲑ ᲛᲮᲝᲚᲝᲓ ᲤᲐᲘᲖᲔᲠᲡ” ᲓᲐ ᲐᲛᲘᲢᲝᲛ ᲡᲐᲮᲔᲚᲛᲬᲘᲤᲝᲛ ᲓᲐᲐᲒᲕᲘᲐᲜᲐ ᲨᲔᲛᲝᲢᲐᲜᲐ. ᲐᲮᲚᲐ, ᲤᲐᲘᲖᲔᲠᲘ ᲒᲕᲐᲥᲕᲡ ᲡᲬᲝᲠᲔᲓ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲛᲔᲢᲘ. ᲤᲐᲘᲖᲔᲠᲘ ᲤᲣᲭᲓᲔᲑᲐ, ᲕᲐᲓᲐ ᲒᲐᲡᲓᲘᲡ ᲓᲐ ᲠᲐᲡ ᲨᲕᲠᲔᲑᲘᲗ, ᲮᲐᲚᲮᲝ! ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘ ᲤᲐᲘᲖᲔᲠᲡ ᲒᲐᲐᲤᲣᲭᲔᲑᲡ?! ᲛᲐᲨᲘᲜ ᲐᲩᲣᲥᲔᲑᲡ ᲡᲮᲕᲐᲡ, ᲕᲘᲡᲐᲪ ᲩᲕᲔᲜᲖᲔ ᲛᲔᲢᲘ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲚᲝᲑᲐ ᲐᲥᲕᲡ ᲓᲐ ᲕᲘᲜᲪ ᲐᲛᲐᲡ ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲔᲑᲡ. ᲒᲕᲐᲥᲕᲡ ᲡᲘᲜᲝᲕᲐᲙᲘ, ᲡᲘᲜᲝᲤᲐᲠᲛᲘ , ᲐᲡᲢᲠᲐᲖᲔᲜᲔᲙᲐ, ᲛᲘᲕᲘᲦᲔᲑᲗ ᲯᲝᲜᲡᲝᲜ ᲓᲐ ᲯᲝᲜᲡᲝᲜᲡ. ᲛᲔ ᲕᲔᲠ ᲒᲐᲕᲘᲒᲔ, ᲛᲐᲠᲗᲚᲐ ᲡᲐᲑᲝᲢᲐᲟᲡ ᲐᲬᲧᲝᲑᲗ?! ᲠᲐᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲗ?!  ᲡᲐᲐᲕᲐᲓᲛᲧᲝᲤᲝᲔᲑᲨᲘ, ᲡᲐᲖᲝᲒᲐᲓᲝᲔᲑᲠᲘᲕ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲔᲑᲨᲘ, ᲐᲕᲢᲝᲑᲣᲡᲔᲑᲘ ᲓᲐᲓᲘᲐᲜ, ᲙᲘᲓᲔᲕ ᲠᲐ ᲥᲜᲐᲜ? ᲗᲘᲗᲝ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲡ, ᲗᲘᲗᲝ ᲞᲠᲝᲞᲐᲒᲐᲜᲓᲘᲡᲢᲡ ᲮᲝᲛ ᲐᲠ ᲛᲝᲒᲐᲛᲐᲒᲠᲔᲑᲔᲜ?”

განცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები