0 2 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

19 ივნისს ქუთაისში უმეტესად მზიანი დღე და +29 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთში +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +28 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. სოხუმში ჰაერის ტემპერატურა დღისით +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსი იქნება.

მესტიაში ნალექი და +27 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მცირე ნალექია მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

მზიანი დღე იქნება ჭიათურაშიც, ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +29 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით მცირე ნალექი და +30 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო ღამის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +16 გრადუსამდე დაიწევს.

+32 გრადუსი და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში +16 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიან დღეს პროგნოზირებენ ბაკურიანშიც, სადაც დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

გორში დღისით +33 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +32 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

მცირე ნალექია მოსალოდნელი გუდაურში, დღისით +21 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება. ომალოშიც დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამე კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +35 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი.

უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც. დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი სიღნაღში, +32 გრადუსი იქნება დღისით, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში მზიანი ამინდი იქნება. დღისით ჰაერი +34 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +34 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +20 გრადუსი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები