1 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ვინც „ფაიზერი“ გაიკეთა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ აქვს, ასეთი კვლევა გვინდა ჩინურ ვაქცინაზეც – გიორგი ფხაკაძე

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლი, გიორგი ფხაკაძე, სატელევიზიო ეთერში ჩართვისას, აცხადებს:

ისრაელში ჩატარებული კვლევით დასტურდება, რომ „ფაიზერის“ ვაქცინით აცრილ კაცებს სპერმასთან დაკავშირებული პრობლემები არ შეჰქმნიათ.

ვიცით, რომ კვლევები არის, რომ მათ ნაწილს, ვინც გადაიტანა კოვიდი, შესაძლოა, პრობლემები ჰქონდეს სპერმის ხარისხთან და ყველა იყო აღშფოთებული. ეს იმიტომ, რომ კვლევები არსებობს. ხოლო ვაქცინასთან დაკავშირებით ასეთი კვლევები არ იყო.

ახლა მაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, ისრაელში ჩატარდა კვლევები და ნახეს, რომ ვინც „ფაიზერის“ ვაქცინა გაიკეთა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ აქვს. ეს მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან ადამიანები ოჯახის შექმნას ფიქრობენ, ნერვიულობენ.

ასეთი კვლევა გვინდა ჩინურ ვაქცინაზეც. დადონ, კარგია თუ ცუდი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ეს ინფორმაცია არ გვაქვს, ხოლო რაც გვაქვს არის ძალიან ანგაჟირებული და პოლიტიკური“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები