1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

როგორც კი მიშელი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა – ეკა ბესელია

პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერის ეკა ბესელიას განცხადებით, ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი როგორც კი ის წასული დაიგულა, რიტორიკა ისევ შეცვალა. მისი თქმით, პრემიერის დღევანდელი განცხადებები შემაშფოთებელი იყო, რამაც, შესაძლოა, სიტუაცია ცუდად შემოატრიალოს: 

„გუშინ ამას ვუწოდე, ევროპული ჟანგბადი ქართულ, დახურულ პოლიტიკაში. იმედი მაქვს, რომ მმართველი პარტია ამ სარკმელს ისევ არ ამოკეტავს. პრემიერის დღევანდელი რიტორიკა ცოტა შემაშფოთებელი იყო. ჯერ კიდევ სტუმარი გაცილებული არ იყო, როგორც კი წასული დაიგულა რჩეული რიტორიკა მიაყოლა. ძალიან ცუდად შეიძლება შემოტრიალდეს, ამიტომ მომიზეზება იმისა, რომ აქტივისტები რატომ მართავენ სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ეს არგუმენტად არ გამოდგება!

გუშინდელი ფორმატი და დიალოგის გახსნა, რაც ძალიან დიდი დამსახურებაა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უნდა გაგრძელდეს ზუსტად იმ წესრიგით, რაც გუშინ ჩამოთვლილი იყო. ამ ორ კვირაში ყველაფერი უნდა გაკეთდეს, ვიდრე ასოცირების კომიტეტის სხდომა არ ჩატარდება, კონკრეტული შედეგი უნდა დაიდოს. როდესაც ხელისუფლება ხარ, კომპრომისული ნაბიჯი უნდა გადადგა. ხომ გვინდა, რომ ეს პოლიტიკური დაძაბულობა აღარ იყოს, ქვეყანაში დამშვიდდეს?! მე მგონია, რომ პლებისციტის იდეა ახლა საერთოდ უადგილოა, ახლა საუბარია, რომ შეთანხმება ახალი არჩევნების თარიღზე მოხდეს, განისაზღვროს საარჩევნო ცვლილებების ძირითადი საკითხები”, – განცხადა ბესელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები