1 9 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა

სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი თებერვლიდან გაიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

როგორც ვიცე-პრემიერმა განაცხადა, სავაჭრო ობიექტებს მუშაობის უფლება შაბათ -კვირას არ ექნება.

გარდა ამისა, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან აღდგება.

„იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება გაყიდული საქონლის გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ასევე შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები