2 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გამყრელიძე: ერთი წელი მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით ცხოვრება

 

ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით - ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა სეზონურ ვირუსად.

“ნორმალური ცხოვრების რიტმთან დაკავშირებით ჩემი პროგნოზი რამდენიმე ფაქტორს ეყრდნობა. პირველი - მაინც მგონია, რომ ვირუსი დაახლოებით ერთ წელიწადში დაამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს და ის იქცევა ალბათ, როგორც სეზონურ ვირუსად, აი მაგალითად, როგორიც გრიპია და უფრო სუსტ ვირუსად. ვაქცინაცია, ალბათ, დაგვჭირდება, ვფიქრობ სეზონური. თუ წელს მოსახლეობის 60-70% აიცრა, დიდი ალბათობით, ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრებას თანდათან უნდა დავუბრუნდეთ. აუცილებელია ის ღონისძიებები, რომლებიც დღეს ტარდება, როგორიც არის პირბადის ტარება, დისტანციის და ამ ჰიგიენური პირობების დაცვა. უკვე ჩვენთან 75%-ზე ავიდა პირბადის ტარება და 95%-ზე თუ ავიყვანეთ, მხოლოდ ამით ჩვენ ახლა პროგნოზირება, რომ კეთდება ერთ-ერთ დიდ ინსტიტუტთან ერთად, მაისისთვის ჩამოვალთ, რომ დღეში გვექნება 7-დან 30-40 შემთხვევამდე, გარკვეულ მცირე შეზღუდვებთან ერთად. ვფიქრობ, რომ ვაქცინა სერიოზულ გარღვევას შეიტანს და ალბათ, ამ წლის შუაში პირდაპირმოქმედი წამალიც იქნება. ერთი წელი ჩვენ მოგვიწევს კვლავ გარკვეული რეგულაციებით - ერთი წელი მოგვიწევს უარის თქმა ქორწილებზე, დიდ შეკრებებზე, დიდ ღონისძიებებზე”, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან გამყრელიძემ დასძინა, რომ მარტში ე.წ. „კომენდანტის საათის“ , ღამის საათებში გადაადგილების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნა, დამოკიდებულია იმაზე, თუ ეპიდვითარების მიხედვით, როგორი თებერვალი იქნება ქვეყანაში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები