ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ვაქცინა იქნება ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ ვაქცინის ჯერ მედპერსონალი აიცრება, შემდეგ რისკჯგუფები, “ჩვეულებრივი ადამიანებისთვის” კი ვაქცინა ხელმისაწვდომი ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში იქნება.
“რეალისტები თუ ვიქნებით, ეს [ვაქცინა] იქნება სადღაც ზაფხულში ან შემოდგომის დასაწყისში, ასე ვთქვათ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც რისკ ჯგუფს არ წარმოადგენენ და რომლებისთვისაც კოვიდი არ წარმოადგენს სასიცოცხლო რისკის დაავადებას”,– თქვა იმნაძემ ტვ პირველის ეთერში.
კომენტარები