1 0 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირაში რემდესივირი ​იქნება ადგილზე - ეკატერინე ტიკარაძე

გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირაში რემდესივირი ​იქნება ადგილზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საკოორდინაციო საბჭოს და შეიმუშავებენ პროტოკოლს, როგორ და რა ფაზაში შეიძლება გამოიყენონ რემდესივირი.

„ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ ყველა საერთაშორისო პარტნიორთან და ვიზიარებთ მათ გამოცდილებას. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციდან იყო მოწოდებული გარკვეული მოწოდებები, თუ როგორ უნდა გვეხელმძღვანელა ჩვენ რემდესივირის​ პროტოკოლში შეტანასთან დაკავშირებით, მიმდინარეობდა მსჯელობა. გავაფორმებთ ხელშეკრულებას მწარმოებელთან და ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 კვირაში რემდესივირი​ იქნება ადგილზე. ასევე, ბატონი თენგიზ ცერცვაძე უკვე დაუბრუნდა და უხელმძღვანელებს საბჭოს, რომელსაც ის პირველი დღიდან ხელმძღვანელობდა. ჩვენ გავაკეთებთ პროტოკოლს, როგორი გამოყენება შეიძლება ჰქონდეს ამ პრეპარატს და რა ფაზაში გამოიყენება ის და შესაბამისად გახდება ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები