1 4 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

112-ში ვრეკავდით და საერთოდ რეაგირება ნული იყო – რა მოხდა ხორავას ქუჩაზე, სადაც ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ხორავას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილები ძმები არიან, რომელთაგან ერთი უსინათლო იყო, მეორე კი ლოგინად ჩავარდნილი მოხუცებული. ცხედრები ექსპერტიზაზე უკვე გადაასვენეს. 

112- თან დაკავშირებას, მეზობლები თითქმის 1 საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, რის გამოც სახანძრო-სამაშველო სამსახურმა შეტყობინება დაგვიანებით მიიღო და ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდათ. 

112-ში ვრეკავდით და საერთოდ რეაგირება ნული იყო. ერთი საათი გავიდა და მერე მირეკავს 112 ,რა ხდებოდა და რა გესაჭიროებოდათ… როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ არ ვიცი… 40 წუთის განმავლობაში შესაძლებელი იყო ის ადამიანებიც გაგარჩენილიყვნენ, – ამბობს ერთერთი მეზობელი 

ხანძრის გამომწვევი ოფიციალური მიზეზი უცნობია. ადგილობრივების ინფორმაციით, ოჯახს დაახლოებით ერთი თვის წინ, ბუნებრივი აირი გადაუხდელობის გამო გაუთიშეს და ამის გამო ამბობენ, რომ გაზი ვერ გახდებოდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი და ვარაუდობენ, რომ ეს ელექტრო გაყვანილობის კაბელებმა გამოიწვია. 

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები იმყოფებიან და ცდილობენ დაადგინონ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები