2 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ომში ვართ, ისე ვმუშაობთ. ღამეც არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. მთელი ღამე ზარებს ვპასუხობ" - მარინა ენდელაძიე

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მოსახლეობას მაღალი თვითშეგნების გამოჩენისკენ მოუწოდებს და სთხოვს, დაიცვან წესები, რადგან საქართველოში არსებული ეპიდვითარება საშიშ ზღვარს მიუახლოვდა.

 

„მე კოვიდი არ დამმართნია, მაგრამ გადაღლილი ვარ. ყველა ძალიან გადავიღალეთ. ბევრია პაციენტი და არამხოლოდ სტაციონარში. ჩემი ტელეფონი მთელი დღის მანძილზე არ ჩერდება. მაქსიმალურად ვცდილობთ, ყველას დავეხმაროთ. ბევრი უცნობი რეკავს და ყველასთან ვახერხებთ კომუნიკაციას. ფაქტობრივად, ომში ვართ, ისე ვმუშაობთ. ღამეც არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. მთელი ღამე ზარებს ვპასუხობ, ვერ გავთიშავ, რადგან უჭირთ ადამიანებს და უნდა დავეხმარო.

ოჯახის წევრები მიფრთხილდება ძალიან. ვუთხარი, სამსახურში არ დავინფიცირდები, იქ ვიცავ თავს და შენ არ მომიტანომეთქი. შესაბამისად, ცდილობს დაიცვას ყველა რეგულაცია და არ მომიტანოს ვირუსი. გვაქვს პირობები და შეგვიძლია ერთმანეთისგან იზოლირებულად ვიყოთ. სიმართლე გითხრათ, მენატრება ჩახუტება, მაგრამ ვცდილობ, არ ჩავეხუტო და არ მოვეფერო. მე სულ კონტაქტი მაქვს ინფიცირებულებთან და რა დროს, რა იქნება არ ვიცი. თვითონ მიწყობს ხელს ჩემი შვილიშვილი, ძალიან კარგი ბიჭია“, – ამბობს მარინა ენდელაძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები