1 5 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა იმნაძე: საბედნიეროდ, ქვეყანაში კოვიდინფიცირებულების მკვეთრი მატება არ გვაქვს

დღეს დადგა ის პერიოდი, როდესაც, საბედნიეროდ, გამოჯანმრთელებული უფრომეტია, ვიდრე ინფიცირებული. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დაავადებული ბევრი იყო, გავიდა დრო და ეს ადამიანები უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაატა იმნაძის თქმით, ქვეყანაში ​სიტუაციასტაბილურია.

„საბედნიეროდ, მკვეთრი მატება არ გვაქვს, ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობამ ცოტა უფრო მეტად დაიწყო წესების დაცვა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. წინ გვაქვს აცივება, ზამთარი, შესაბამისად, მოიმატებს ზამთრის ვირუსები. დღეს გაციებით ავადობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ, მაგრამ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები