0 5 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ფილტვების გასავარჯიშებლად ბუშტებითა და „საწრუპით“ ვვარჯიშობთ – ინფიცირებული ნინო წილოსანი

“ფილტვების გასავარჯიშებლად ბუშტებითა და საწრუპით რაღაც ვარჯიშებია” -ამის შესახებ Covid19-ით ინფიცირებული, პარლამენტის უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს.

“ესეც ესე .. მე-9 დღე Covid19 ინფიცირებიდან

მაქვს მსუბუქი ხველა და საერთო სისუსტე, ნუ გურული ენერგიულობის ფონზე მაინც ერთი ჯანმრთელი ადამიანის ენერგიას ვფლობ ნიკა უსიმპტომოა, ვერაფერს გრძნობს და ძალიან დაიღალა უკვე დღეში 3-ჯერ სიცხის, პულსის და სატურაციის გასინჯვით.

გუშინ აღმოვაჩინე რომ სპორტსმენებს გაცილებით ნაკლები აქვთ პულსი, და სანამ ამას გავარკვევდი ნიკას 55-მა პულსმა ჩემი დამმართა..

სითხეებს ვსვამთ, C ვიტამინს ვიღებთ, რამდენიმეჯერ დაბალი სიცხეები დამიფიქსირდა დათემური ექიმის მითითებით ვეძალებით კალიუმს – ბანანი, ქიშმიში, თაფლი,

ფილტვების გასავარჯიშებლად ბუშტებითა და საწრუპით რაღაც ვარჯიშებია და იმასაც ვაკეთებთ, ნუ მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშები თავისთავად- მე ისე გავთამამდი გუშინ “პლანკაც” გავაკეთე … ჩვენც ქართულ რეალობაში ვართ და დედაჩემის დაჟინებული მოთხოვნით ვაპირებ ხვალ სისხლის ანალიზები გავიკეთოთ, ფილტვების გასინჯვაც არ იქნებოდა ცუდი ..ძირითადი ლაბორატორიები არ დადიან კოვიდინფიცირებულებთან სახლში, ჰოდა ახლა დავალება მაქვს დედისგან გავარკვიო ვინ შეძლებს ამ მისიის შესრულებას არ ვშფოთავ, არ ვღელავ, უამრავი საინტერესო საქმით ვარ დაკავებული … მინდა მალე გავიდეს 12 დღე რომ ისევ გავიტესტო, იმედი მაქვს ამ დროს უკვე მოვერევი ვირუსს“- წერს ნინო წილოსანი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები