0 1 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გადახდა მხოლოდ ბარათით და ფეხზე დგომის აკრძალვა - როგორ იმოძრავებს ახალი ტრანსპორტი

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა უნაღდო ანგარიშწორებით იქნება, მიკროავტობუსების მძღოლების ანაზღაურება კი ფიქსირებული იქნება.

თბილისში მოსაწყობი 10 სწრაფი სატრანზიტო დერეფნიდან, პირველი სწრაფი სატრანზიტო დერეფანი და მისი მკვებავი საქალაქო და საუბნო მარშრუტები მიმდინარე წლის 24 ოქტომბრიდან ამოქმედდება.

როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის ახალი მარშრუტების პრეზენტაციაზე ხმალაძემ განაცხადა, ამით 2.5-ჯერ გაიზრდება მგზავრთა ტევადობა, მოცდის დრო კი შემცირდება.

"ეს არის დერეფან, სადაც იმოძრავებს 12- მეტრიანი და მომავალი წლიდან 18- მეტრიანი ავტობუსები. საქალაქო მნიშვნელობის მარშრტუტებზე მოძრაობს 8 და 10 მეტრიანი ავტობუსები, ხოლო საუბნო მარშტურებში მოძრაობს 6 მეტრიანი ე.წ. მიკროავტობუსები, რომელიც უკვე შემოვიყვანეთ და 300 ერთეული თვის ბოლოდან დაიწყებს მოძრაობას. ამით შეიცვლება მოცდის დრო და 7 -წუთამდე დავა. და 2.5. ჯერ გაიზარდა მგზავრების ტევადობა. ამასთან, მინდა განვმარტო, რომ ამ სიახლით არ მოხდება ჩანაცვლება უკვე არსებული მარშრუტების, არსებულ ქსელს ემატება დამატებითი მარშრუტები. ახალ ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის სისტემა იქნება უნაღდო ანგარიშწორებით და ახალი მიკროავტობუსების მძღოლების ანაზრაურება იქნება ფიქსირებული, რითიც მოხდება მარშრუტზე მოძრაობის გრაფიკიდან გადაცდომისა და მგზავრის ფეხზე დადგომის პრევენცია", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები