2 0 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ სადღაც ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში — გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ  კორონავირუსის შემთხვევების პიკი ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში იქნება.

“შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება. დღის განმავლობაში გარკვეულ ფარგლებში ზრდა იქნება. გუშინდელთან შედარებით ნახეთ, რომ დაახლოებით 200-ით არის მომატებული. ეს ზრდა ჯერ გაგრძელდება. დაახლოებით, ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ სადღაც ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში”,- განაცხადა ამირან გამყელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები