0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლების ჩანაცვლების რეზერვი არსებობს

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმში არიან გადაყვანილი, რათა თავის სამუშაო ადგილს ისევ მალე დაუბრუნდნენ. ეს არის ზოგჯერ 48 და ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმების გარკვეული რეზერვები არსებობს.

„სამწუხაროდ ასეა, ექიმები კორონავირუსთან პირველი ხაზის ადამიანები და ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ. იყო შემთხვევები გაზაფხულზეც, როცა ქვემო ქართლში, ბოლნისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები დაინფიცირდნენ. ხდება სხვადასხვა რეგიონიდან ჩანაცვლება. რა თქმა უნდა, გარკვეული რეზერვები არსებობს.

ამასთან, სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ტესტირების სხვა რეჟიმში არიან გადაყვანილი, რათა თავის სამუშაო ადგილს ისევ მალე დაუბრუნდნენ. ეს არის ზოგჯერ 48 და ზოგჯერ 72-საათიანი მუდმივი ტესტირება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები