0 6 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პაატა იმნაძემ კორონავირუსის პიკის თარიღი დაასახელა - "ინფიცირებულთა რაოდენობა კიდევ მეტად მოიმატებს"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში ახლანდელი ეპიდვითარება ვირუსის პირველი ტალღაა. იმნაძე ამბობს, რომ ვირუსის პიკი ნოემბრის მეორე ნახევარში იქნება.

„ამ ქვეყანაში პირველი ტალღა არ ყოფილა და არც არავის უნახავს. რეალურად ჩვენ ახლა გვაქვს ის პირველი ტალღა, რომელიც მთელ მსოფლიოში გაზაფხულზე იყო. ახლა, ყველას მეორე რომ აქვს, ჩვენ პირველი გვაქვს. ამასობაში ჩვენ დავაგროვეთ გამოცდილება, ბევრი რამე ვისწავლეთ. ქვეყანა დაკეტილი სულ ვერ იქნება და ქვეყანა გაიხსნა. გახსნილ ქვეყანაში კორონას ვერავინ ვერ აჩერებს. ვიცით, მსოფლიოში რაც ხდება, აქედან გამომდინარე ეს რეალობა გვაქვს.

კორონავირუსის რაოდენობა მზარდია და მისი რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. კი ბატონო, ნოემბრის მეორე ნახევარში შემთხვევების პიკური რაოდენობა გვექნება. საბედნიეროდ პიკური რაოდენობა ზამთრის ვირუსების პერიოდს არ დამეთხვევა, რომელიც ჩვენ ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოს გვაქვს ხოლმე. მეორე სადღაც თებერვლის მეორე ნახევარში გვაქვს ხოლმე. ანუ კორონავირუსის ზედდება არ მოხდება ზამთრის ჩვეულებრივ ვირუსებთან, რაც დიდი პლუსია ჯანდაცვის სისტემისათვის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები