1 9 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მხოლოდ ძალადობა დარჩა “ქართულ ოცნებას” თავის წინასაარჩევნო შეიარაღებაში

“ლელოს” გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიგლა მიქაუტაძემ ბრიფინგი გამართა, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბოლნისსა და გლდანში განხორციელებული ძალადობრივ ფაქტებს ეხებოდა. 

მიქაუტაძემ ძალადობრივი ფაქტები დაგმო და ხელისუფლებას არჩევნების მშვიდად ჩატარებისკენ მოუწოდა. 

“მსგავს ფაქტებზე პასუხისმგებლობა "ქართულ ოცნებას" ეკისრება. არ მაქვს ილუზია, რომ საქმეს გამოიძებენ და დამნაშავეს დასჯიან. ამიტომ ვერდიქტი ქართველმა ხალხმა უნდა გამოიტანოს. 

არაერთხელ დადასტურდა, მათ შორის „ლელოს“ წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში, რომ 8 წლის წინ, სამართლიანობის დროშით მოსული პარტია განაგრძობს მისი წინამორბედის მეთოდებით ქვეყნის ძალადობრივ მართვას. სწორედ ძალადობა და დაშინება დარჩა "ქართულ ოცნებას" თავის წინასაარჩევნო შეიარაღებაში. სხვა მათ ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ და ამის გამო ისინი გაურბიან ყველანაირ სატელევიზიო დებატს.

მინდა, მოვუწოდო ჩემს თანამემამულეებს, გავიაზროთ წლევანდელი არჩევნების მნიშვნელობა. დღეს, როგორც არასდროს, სათავეში გვჭირდება ახალი, სუფთა წარსულის მქონე, პროფესიონალების გუნდი, ვინც გამოიყვანს ქვეყანას ამ მძიმე მდგომარეობიდან. ახლა დიდი ცვლილებების დროა,” - განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები