1 1 : 3 4
 | 

საზოგადოება

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც ფანქრები, მაკრატლები, პასტელები იქნება მოთავსებული

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვებს ინდივიდუალური ჩანთები დაურიგდებათ, რომლებშიც სხვადასხვა მეთოდური მასალა (ფანქრები, მაკრატლები, პასტელები და სხვა) იქნება მოთავსებული. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ნივთები ყველა ბავშვისთვის ინდივიდუალური იქნება, რათა საერთო საგნების მოხმარება მაქსიმალურად შეიზღუდოს. გვანცელაძის ინფორმაციით, მკაცრდება თეთრეულის რეცხვის წესი და საბავშვო ბაღებს რეგულაციით გაწერილი წესების ზედმიწევნით დაცვით კომპანია მოემსახურება.

ამასთან, კატეგორიულად იკრძალება სახლიდან წაღებული ნივთების ბაღში შეტანა, ბაღის კუთვნილი სათამაშოების დეზინფექცია კი დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება.

კახა გვანცელაძის განცხადებით, უსაფრთხოების ზომების გაძლიერების მიზნით, ბაღის შენობაში მშობლებს არ შეუშვებენ – ბავშვს შენობის შესასვლელთან დახვდება ეკიპირებული თანამშრომელი, რომელიც აღსაზრდელს მის ჯგუფამდე მიაცილებს, სადაც მას აღმზრდელი გადაიბარებს. ბაღში მომუშავე ყველა პირი სამუშაო დღის განმავლობაში აღჭურვილი იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბავშვები ჯგუფის შიგნით დაიყოფიან ქვეჯგუფებად, რომლებსაც ერთმანეთთან მინიმალური შეხება ექნებათ, იგივე პრინციპით წარიმართება კვების პროცესი. აიკრძალა მაშტაბური ღონისძიებები, ზეიმების, ფესტივალების ჩატარება. ასევე, აკრძალულია სხვადასხვა ჯგუფის ბავშვების შერევა საგანმანათლებლო აქტივობების ან/და კვების დროს. კარგი ამინდის შემთხვევაში კი სააღმზრდელო პროცესი ეზოში გადაინაცვლებს.

გვანცელაძის განცხადებით, სამზარეულოებში ჭურჭელი სამგანყოფილებიან ნიჟარაში, 65 გრადუს ცელსიუსის ტემპერატურის წყალში გაირეცხება, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება მოუწევთ დისტრიბუტორებსაც. მშობლები ბავშვების გაყვანასაც მხოლოდ მათთვის განსაზღვრულ დროის მონაკვეთში შეძლებენ.

გვანცელაძის თქმით, რეგულაციების შესრულება სააგენტოს 5 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:04

    კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა და 14 გარდაცვლი...

    საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 1351 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ შექმნილი ვებ გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ვებგვერდის ცნობით, ვირუსით...

  • 10:04

    "კორონავირუსია ციხეებში და მალავენ" - რა ხეება ქსნ...

    სავარაუდო ეპიდაფეთქება ციხეში. ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულების პატიმრები აცხადებენ, რომ ციხეში არსებულ მაღაზიების გამყიდველებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.  მათივე ინფორმაციით, ამის გამო ც...

  • 09:45

    "ჟანგბადი არ გვაქვს და ვის უნდა მოვხსნათ, რომ ბებო...

    ბათუმის  კოვიდ კლინიკებში პაციენტებს ვეღარ იღებენ. დეფიციტშია სასუნთქი აპარატები და ტესტები. კორონავირუსით ინფიცირებული ქალი მთავარ არხთან ინტერვიუში ყვება, რომ მისი ოჯახის ერთ-ერთი  წევრის ...

  • 00:25

    21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი...

    ვერძი ამ დღეს ენერგიული და სიცოცხლით სავსე ხართ. ასე რომ, შესანიშნავი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და სეირნობისთვის. მეგობრების მოულოდნელი სტუმრობა და სასიამოვნო სიურპრიზი გაგამხიარულებთ. მოსალოდ...

  • 00:24

    5 წლის შვილი მამას ხელიდან დაუსხლტა და მანქანას ბო...

    წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ავტომობილი 5 წლის ბავშვს დაეჯახა. მამაკაცი შვილთან ერთად ქუჩაზე გადადიოდა, როცა ის ხელიდან დაუსხლტა და მანქანა დაეჯახა.  დაშავებული მოზარდი ზუგდიდის რეფერა...

  • 21:12

    " ლელოს" ღონისძიებას რუსთავში რამდენიმე ათასი მხარ...

     ღონისძიებაზე შეკრებილებს “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ საავადმყოფოდან მიმართა.  მოსახლეობას სიტყვით მიმართეს “ლელოს” ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძემ, ლანა გალდავამ...

  • 20:45

    eutoday: ყარაბაღის კონფლიქტი - ბრძოლა საერთაშორისო...

      საერთაშორისო მედიასაშუალება eutoday ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც 27 სექტემბრის შემდეგრეგიონში განახლებულ დაპირისპირებასთან და საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილ...