1 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მამუკა ხაზარაძე პარტიული სიის პირველ 25 წევრს უახლოეს მომავალში დაასახელებს

“ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც საკუთარი და ქვეყნის ბედს ანდობენ”- ამის  შესახებ “ლელოს” თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში   ფართო საზოგადოებას სიის იმ პირველ  25 წევრს და ჩრდილოვან კაბინეტს წარუდგენს, რომელიც სამომავლოდ ლელოს “მარშალის გეგმას” განახორციელებენ. 

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, “ლელომ” დადო რეალური პროგრამა  არა ლოზუნგებით, არამედ რეალური ნაბიჯებით, როგორ მიიღწევა  კეთილდღეობა, პროგრამის განხორციელებისთვის კი პარტიას მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. 

“იმ პროგრამას, რომელიც ჩვენ გვაქვს, სჭირდება,  განმახორციელებელი გუნდი,  ე.წ ჩრდილოვანი კაბინეტი.  ამომრჩეველს სჭირდება, ნახოს ის  მენეჯმენტი, რომელსაც ის ქირაობს, როგორც გადასახდის გადამხდელი და რომელიც ანდობს მომავალ 4 წლით საკუთარ ბედს. ჩვენ ასევე უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ სიას და შემადგენლობას, რომ ხალხმა იცოდეს, ვინ იქნება ის პირველი 25 ადამიანი, რომელიც საკანონმდებლო მხარდაჭერას გაუკეთებს ამ რეფორმებს. რეფორმები ძალიან მკაფიოდ გვაქვს  გაწერილი. პირველ ას დღეში მოხდება ინიცირება ყველა საკანონმდებლო აქტის და კანონპროექტების, რომელიც ჩვენს რეფორმებს სჭირდება, 300 დღეში წარვადგენთ ლელოს “მარშალის გეგმის” პირველ შედეგებს, ხოლო 4 წელიწადში ჩვენი რეკონსტრუქციის გეგმის მთლიან შედეგებს. 

4 წელიწადში დავასრულებთ იმ საფუძვლის მშენებლობას, რომელიც არ აშენებულა საქართველოში ბოლო30 წლის განმავლობაში. ვქმნით საშუალო ფენას სტაბილური შემოსავლით და ყველა იმ ძირითად  სვეტს: ფინანსურ, სამართლებრივ, ინფრასტრუქტურულ და ლოჯისტიკურ, ციფრულ ჰაბს, ენერგეტიკულ ჰაბს, ყველაფერს, რაც კი ჩვენს პროგრამაშია. ამას საფუძველს ვუყრით 4 წლის განმავლობაში და სწორედ ამის  შემდეგ  იწყება საქართველოს ეკონომიკის შეუქცევადი ზრდა,”-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები