1 4 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ

 რამაზ ხარაზიშვილის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

 სავარაუდოდ, დღესვე იმსჯელებს სასამართლო ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე.

 მერაბ ბესესლია სამართალდამცავებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, მცხეთაში დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ვიცე-პრეზიდენტმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა რამაზ ხარაზიშვილს, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები